ჟურნალის შესახებ
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლის ძირითად ბეჭდვით ორგანოს. კრებული გამოდის 2008 წლიდან ყოველწლიურად, ქართულ ენაზე, ყოველ სტატიას ახლავს რეზიუმე ინგლისურ ენაზე. 2021 წლიდან კრებული გამოდის სახელწოდებით „კრებსი“. კრებული წარმოადგენს პლატფორმას მკვლევრებისთვის მეცნიერებების სხვადასხვა დარგში: სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესი, გამოყენებითი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების კვლევები, განათლება, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები, ჯანდაცვა და მმართველობა. უნივერსიტეტის სამეცნიერო-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის მიზნით კრებულში შესაძლებელია დაიბეჭდოს: ა). სტუდენტთა (ბაკალავრებისა და მაგისტრების) საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები; ბ). უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან (პროფესორთან) ერთობლივი კვლევით შესრულებული სტუდენტური ნაშრომი.
ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/zssu.2021.08.26
ISSN: 2720-8559
E-ISSN: 2960-9755



