ჟურნალები

  • კრებსი

    შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  სამეცნიერო შრომების კრებული წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლის ძირითად ბეჭდვით ორგანოს. კრებული გამოდის 2008 წლიდან ყოველწლიურად, ქართულ ენაზე, ყოველ სტატიას ახლავს რეზიუმე ინგლისურ ენაზე. 2021 წლიდან  კრებული გამოდის  სახელწოდებით „კრებსი“. კრებული წარმოადგენს პლატფორმას მკვლევრებისთვის მეცნიერებების სხვადასხვა დარგში: სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესი,  გამოყენებითი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების კვლევები,    განათლება,  ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები, ჯანდაცვა და მმართველობა. უნივერსიტეტის სამეცნიერო-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდა მკვლევართა  ჩართულობის მიზნით კრებულში შესაძლებელია დაიბეჭდოს:  ა). სტუდენტთა (ბაკალავრებისა და მაგისტრების)  საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები;  ბ). უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან (პროფესორთან) ერთობლივი კვლევით შესრულებული სტუდენტური ნაშრომი.

    ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/zssu.2021.08.26

    ISSN: 2720-8559

    E-ISSN: 2960-9755

  • სამართლის აქტუალური საკითხები

    ჟურნალის გამოცემა შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ჟურნალში გამოქვეყნებულ მოსაზრებებზე პასუხისმეგებელი არიან ნაშრომის ავტორები და მათი მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემონახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პოზიციას. აკადემიური ჟურნალი – სამართლის აქტუალური საკითხები მომზადდა საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგად. მისი მიზანია რეგიონებში იურიდიული განათლების, მეცნიერების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერების წახალისება და მხარდაჭერა.

    ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/zssulaw