მცირე და სშუალო ბიზნესის სტიმულირების მექანიზმები
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.15საკვანძო სიტყვები:
მცირე და საშუალო ბიზნესი, კონკურენტუნარიანობა, დეცენტრალიზაცია, სტარტაპი, ბაზარი, მეწარმეობაანოტაცია
სტატიაში განხილულია თანამედროვე პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები, განსაკუთრებით Covid-19 პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კონტექსტში. მოყვანილია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები საქართველოში ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ სუბიექტების საქმიანობაზე. ჩატარებულია კვლევა მცირე და საშუალო ბიზნესით წარმომადგენლების ჩართულობით. გაანალიზებულია კვლევის შედეგები და მათზე დაყრდნობით მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები. გამოყოფილი და შეფასებულია რისკფაქტორები. განვითარების პოტენციალად წარმოჩენილია თავისუფალი ზონები, ტექნოლოგიური პარკები და ბიზნესის ინკუბატორები, როგორც ინსტრუმენტები იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ახალი, მდგრადი საწარმოების განვითარებას ადგილობრივ დონეზე. ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), შესაძლებლობების გამოყენება აღიარებულია ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების, სტარტაპების ხელშეწყობის, საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლების ძირითად ფაქტორად არა მარტო ეროვნულ და რეგიონულ, ასევე მსოფლიო ბაზრებზე. დასასრულს, მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა პრაქტიკული განხორციელება, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
წყაროები
საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის;
ნ. მაქაცარია, ლ. ნარსია. პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები, 2017;
ქვეყნის დახასიათება მცირე ბიზნესის აქტის მიხედვით: საქართველო მსს პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები 2016. ევროპის მცირე ბიზნესის აქტის განხორციელების შეფასება;
Community-based Entrepreneurship and Rural Development. Creating favorable conditions for small businesses in Central Europe © 2013 Matthias Fink, Stephan Loidl and Richard Lang;
From Single to Scale: How a Single Person, Small Business, or an Entrepreneur Can. Grow Their Business to Profit. Michael Killen. Honiton, United Kingdom.2019;
https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/MEX_19_3334 (30.09.2020);
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/67/organizatsiul-samartlebrivi-formebis-mikhedvit (30.09.2020);



