ქართული „ბალავარიანი” და გლობალური კულტურული სივრცე
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.14.19საკვანძო სიტყვები:
ექვთიმე ათონელი, ქართული კულტურის ფუნქცია, ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობებიანოტაცია
დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია კვლევა ფაქტებისა, რომელიც საქართველოს ევროპასთან ისტორიულ ურთიერთობებს ეხება. ვფიქრობთ, ეს საინტერესოა არა მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური, არამედ კულტურული, კერძოდ, ლიტერატურული ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში. სტატიაში ლიტერატურის ისტორიიდან განხილულია ცნობილი ჰაგიოგრაფიულ-მორალისტური და ასკეტურ-დოგმატური თხზულება, რომელსაც ქართულად ეწოდება „სიბრძნე ბალაჰვარისი“ ან („ბალავარიანი“) - ტექსტის ისტორია, მისი თავგადასავალი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ქართულ-ევროპული ურთიერთობები ადრეულ შუა საუკუნეებში არა თუ არსებობდა, არამედ იყო ორმხრივი და ინტენსიური. მეცნიერი რ. სირაძე მონოგრაფიაში „ქართული კულტურის საფუძვლები“ წერდა, რომ „ბალავარიანის“ ისტორია კარგად წარმოაჩენს ქართული კულტურის ფუნქციას. სტატიის მიზანი მეცნიერის ამ თეზისის გააზრებაა: რას თვლიდა იგი ქართული კულტურის ფუნქციად? „ბალავარიანი“ არის ძეგლი, რომელიც ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა და ამ გზით შევიდა ევროპულ სივრცეში. ამ ტექსტის ისტორია ცხადყოფს, რომ საქართველო ადრეული შუასაუკუნეებიდანვე ჩართული იყო ღია კულტურათშორის დიალოგებში და თავისი წვლილი შეჰქონდა თვით ბიზანტიურ მწერლობაში; საქართველო კულტურულ ხიდსა და გზაჯვარედინს წარმოადგენდა ევროპასა და აზიას შორის; ქართულენოვანი ლიტერატურის გაუთვალისწინებლად ვერ დაიხატება შუა საუკუნეების მსოფლიო კულტურული პროცესების სრულყოფილი სურათი.
სტატიაში მოყვანილი ფაქტები სპეციალისტებისთვის, მართალია, არაა უცხო, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის, ვფიქრობთ, ცნობილი არ არის და პოპულარიზაციას საჭიროებს. სტატია განკუთვნილია სტუდენტებისათვის, ასევე ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
წყაროები
რ. სირაძე, ქართული კულტურის საფუძვლები, თბ., 2000.
ე. ხინთიბიძე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის, თბ., 1982.
ედიშერ ჭელიძე | ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია |18 | ბალავარიანი
https://www.youtube.com/watch?v=Fdqs89WtykU /ბოლოს გადამოწმებულია 10.09.2022/
ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1973.
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ. II, XI-XV სს., თბ.,1967.



