თავისუფლების უფლებების გაგებისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.14.12საკვანძო სიტყვები:
კონსტიტუციონალიზმი, თავისუფლების უფლებები, უფლების შეზღუდვა, შიდაკონსტიტუციური ზღვარი, მესამე პირი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაანოტაცია
კაცობრიობა საუკუნეები იბრძოდა ძირითადი უფლებების დასამკვიდრებლად. თავისუფლება ბრძოლით იქნა მოპოვებული. მაგრამ როგორ გვესმის თავისუფლება და როგორ ვიყენებთ მას? თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ მთელი სიმძიმე გადაგვაქვს სახელმწიფოზე და სამართლიანად ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ უკანონოდ არ შეზღუდოს ჩვენი უფლებები. ამ დროს შეიძლება მხედველობის მიღმა დარჩეს მესამე პირთა უფლებები. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ თავისუფლების უფლებების მოქმედება მოქალაქეთა შორის ურთიერთობებში. ეს ასპექტი ძირითადი უფლებებისა ნაკლებად არის შესწავლილი, ვინაიდან თავისუფლებას მიიჩნევენ მხოლოდ სახელმწიფოს შემზღუდავ საშუალებად.
წყაროები
ავტორთა კოლექტივი, კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005 წ.
ავტორთა კოლექტივი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, თბილისი, 2017 წ.
შტ. ტრექსელი, ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში, თბილისი, 2009 წ.
მ. მამარდაშვილი, კანტიანური ვარიაციები, ლექცია I (თარგმნილია 1982 წელს მოსკოვის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაკითხული ლექციების წიგნად გამოცემული კრებულის ელექტრონული ვერსიიდან).
იუვალ ნოახ ჰარარი, ჰომო დეუსი. თბილისი, 2021 წ.
საქართველოს კონსტიტუცია, მეორე თავი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.



