ეწერის წმინდა გიორგი
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.14.02საკვანძო სიტყვები:
ჭელეთი ჯიხა, სარეკელი, ნადოხორუ, გუძუბაანოტაცია
სტატია ეხება იმ ძეგლის წარსულის აღდგენას, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ მიწასთან იქნა გასწორებული. გასული საუკუნის 20-იან წლებში, საკვლევ ადგილზე დაუფიქსირებიათ შემდეგი ტოპონიმები: გუძუბა, ნაოხვამუ, ნადოხორუ, ჭელეთი ჯიხა, ჟუღეჯიანიშ დიხა. ნანგრევები ისეთი შთამბეჭდავი ყოფილა, მითური ეგრისის ნაშთად მიუჩნევიათ მკვლევრებს (იხ. ნახ 1). სულ მალე 30-იან წლებში იქაურობა ისე დაუნგრევიათ, რომ 1976 წელს, როცა პირველად მოვინახულეთ, ეკალ-ბარდებით დაბურულ შემაღლებაზე მხოლოდ გაურკვეველი ნაგებობის კედლის ნაშთი ჩანდა.
1996 წელს, როცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იქაურობა გაწმინდეს, აღმოჩნდა, რომ ის ბაზილიკური ტიპის ეკლესია იყო, რომელიც აღვწერეთ და ავგეგმეთ (იხ. ნახ 2), რაც მთავარია, იქ ნაპოვნი ორი ასომთავრული-კიდურწაისრული (XI ს) წარწერის პუბლიკაცია მოვახდინეთ (1996 და 2005 წლებში). სამწუხაროდ, მე-2 სრული სახით მოღწეული წარწერა არასწორად იქნა გაშიფრული. ეკლესიის საერთოდ განადგურების შემდეგ აუცილებლად ჩავთვალეთ წინა პუბლიკაციებში დაშვებული ხარვეზების გამოსწორება და ახალი მასალით შევსება, რაც მოცემულია წარმოდგენილ ნაშრომში.
წყაროები
აკ. ჭანტურია, ზუგდიდის რაიონის არქეოლოგიური რუკა, გ. კალანდია, გაძარცული საგანძური - თბ. 2006.
„ქართლის ცხოვრება“, I , ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955.
ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა,“ „ქართლის ცხოვრება“, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით, ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ.,1973.
ავთ. თორდია, სამეგრელოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ოდიში), შოთა მესხიას ზუგდიდის ზსსუ შრომების კრებული, N5, 2012.
აბ. ტუღუში, ავთ. თორდია, XI ს-ის ორი ახლად აღმოჩენილი წარწერა ზუგდიდიდან, საქ. მეცნ. აკადემიის, სამეგრელოს სამხარეო-სამეცნიერო ცენტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ზუგდიდის ფილიალი, წელიწდეული, I, თბ., 2005.
პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, თბ., 1954.
ქართული წაწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, II, დასავლეთ საქართველო, IX-XIII სს, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გ. სილოგავამ, თბ., 1980.
ვ. ჯობაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007.
თ. ბარნაველი, კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1962.



