უნივერსიტეტების ჩართულობა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.10ანოტაცია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს საჯარო სკოლებში ინერგება ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა „ახალი სკოლის მოდელის“ სახით, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი მიზანია მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის სკოლებში დანერგის პროცესში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული საქართველოს რვა სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს და რომელთა კურსდამთავრებულები სწორედ ასეთ სკოლებში დასაქმდებიან. პროგრამა ხელს უწყობს დაწყებით კლასებში მოსწავლეზე ორიენტირებული რეფორმის განხორციელებას; მხარდაჭერას უწევს „ახალი სკოლის მოდელს“ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში და მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეფორმის, განათლების პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის კვლევაზე დაფუძნების გზით. პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა დიდი გავლენა იქონია არა მარტო მასწავლებლებლებზე, არამედ დირექტორებზე, როგორც საგანმანათლებლო ლიდერებზე. პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგები, მიეწოდათ უნივერსიტეტების მიერ შექმნილი თემატური ერთეულები ქართულსა და მათემატიკაში დაწყებითი საფეხურისთვის, მიეწოდათ სასარგებლო მასალები.



