ლიტურგიკული მისტერია ზვიად გამსახურდიას პოეზიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2021.32საკვანძო სიტყვები:
პოეტური ლოცვაანოტაცია
დღევანდელი ქართული საზოგადოებისათვის, ნაკლებადაა ცნობილი ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი. მან არა მარტო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების გზა დაუსახა ქართველ ერს, არამედ, აღუდგინა რელიგიური ცნობიერება და შთაუსახა მებრძოლი ქრისტიანობის სული. მთელი მისი შემოქმედება მართლმადიდებლური სულითაა გაჟღენთილი. იგი ქმნის ახალ პოეტურ ფრაზებს, რომელიც უფრო გამუსიკებული ლიტურგიკაა, ვიდრე უბრალოდ პოეზია. მაშინ როცა მისი თანამედროვეები რელიგიის ხსენებასაც ერიდებოდნენ, იგი ქმნის მუსიკალურ ლოცვებს: წმიდა გიორგისადმი, წმიდა ნინოსადმი, სავედრებელს ერისადმი, წერს ლექსებს სათაურით: პროსკომიდია, აღდგომა, მელქისედეკი - მეფე სალიმისა, ბეთანია, უძღები შვილი.ზ. გამსახურდია არა მარტო პოეტურ ლოცვებს უძღვნის სათაყვანებელ წმინდანებს არამედ, საღვთო ლიტურგიასაც პოეტურ სახეს აძლევს. ამის დასტურია ლექსები “ნათლისღება”, “მანანასადმი”… რაც შეეხება ლექსს "მამა", იგი უთუოდ მაცხოვრის გეთესემანიის ბაღში აღვნელილ ლოცვას მოგვაგონებს.მის პოეზიაში ხშირია სულისშემძვრელი ხილვა და ბედისწერის წინასწარი განჭვრეტა, სიკვდილის ცხადი და ხელშესახები შეგრძნება. ზ. გამსახურდია თვით თარგმნის დროსაც სათარგმნ ობიექტად იღებს ქრისტიანულ სულთან ახლოსმდგომ მწერლებს, წმინდანებს, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას.სათარგმნ მასალასთან მწერლის სულიერი კავშირის გამოვლინების ერთ-ერთი ნიმუშად შეიძლება ჩავთვალოთ მართლმადიდებლობის დიდი მამების ათანასე დიდის, გრიგოლ ნოსელის, იოანე დამასკელის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და სხვათა ნაშრომები.ზვიად გამსახურდიას ცხოვრება პოეზიით, საქმითა და სიტყვით მარად უფლის საკურთხევლის წინაშე მდგომი მლოცველის მოღვაწეობაა.
წყაროები
ახალი აღთქუმაი, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების თარგმანთა გადამუშავებული გამოცემა, თბ., 2003
გამსახურდია ზ. 1989. მთვარის ნიშნობა. თბ.
გამსახურდია ზ. 1990. წერილები და ესეები. თბ.
გამსახურდია ზ. 1994. რჩეული თარგმანები, თბ.
გამსახურდია ზ. 1995. დილემა კაცობრიობის წინაშე. თბ.
გამსახურდია, ზ. 1999. მართლმადიდებლობის შესახებ, თბ.
წესი და განმარტება საღვთო ლიტურგიისა, თბ., 1993.



