მთლიანი შიდა პროდუქტი და მისი ხელმისაწვდომობისკენ მიმართული პოლიტიკა: თეორიული ასპექტები

ავტორები

  • ნინო მაქაცარია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.12

საკვანძო სიტყვები:

ეკონომიკური მაჩვენებლები, შემოსავლების უთანასწორობა, მინიმალური ხელფასი, შემოსავლების გადანაწილება, კეთილდღეობა, საგადასახადო პოლიტიკა

ანოტაცია

 კვლევის მიზანს წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის, როგორც  მაკროეკონომიკური მაჩვენებლის უკეთ გამოყენების მნიშვნელობა ცხოვრების დონის შესაფასებლად, თუ რამდენადაა პროპორციული მისი ზრდა საზოგადოების უმრავლესობის კეთილდღეობასთან. მასში ნაჩვენებია, რომ ორი ცვლადი - მშპ და ადამიანების ცხოვრების დონე ხშირად არც თუ იშვიათად სცდება ერთმანეთს   და  საჭიროა სხვა დეტერმინანტების გათვალისწინებაც. საზოგადოებისთვის  მნიშვნელოვანია ასევე   მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით აიგოს ხიდი სტატისტიკური ინფორმაციის მწარმოებლებსა და  მის  მომხმარებლებს შორის.  

    კვლევის მეთოდად გამოყენებულია ზოგადმეცნიერული, თეორიული და ლოგიკური მსჯელობის მეთოდი, რითაც ვრწმუნდებით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი, მართალია,  ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, მაგრამ  ქვეყანაში უთანასწორობის ხარისხის ზრდასთან ერთად მისი ხელმისაწვდომობა ნაკლებია. 

   ეკონომიკური მაჩვენებლების სტატისტიკურ გაზომვასა და საზოგადოებაში მის აღქმას შორის განსხვავებას თავისი მიზეზი აქვს.  ჩვენის აზრით, აქ  უმთავრესია საზოგადოებაში  უთანასწორობის ხარისხი. ამდენად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი   არ იძლევა ადამიანების უმეტესი ნაწილის ცხოვრების დონის სწორ შეფასებას.  ამიტომაც მასთან ერთად ცხოვრების დონის სხვა ცვლადებიცაა  გასათვალისწინებელი და აქ  ჩვენის აზრით,  უპირველესი მნიშვნელობისაა ქვეყანაში არსებული უთანაწორობის დონე. ამ მიზნით სტატიაში გამოყოფილის ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, როგორიცაა საგადასახადო პოლიტიკა,  მინიმალური შემოსავლის გარანტიები/ მინიმალური ხელფასი/. კერძოდ, რეკომენდაციას ვუწევთ პროგრესულ საგადასახადო სისტემას და მინიმალური ხელფასის არსებობას ქვეყანაში, ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შემოსავლების უთანასწორობის შერბილებისკენ და მაშინ შეიძლება მთლიანი შიდა პროდუქტი როგორც ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი, ამავე დროს უფრო რეალურად ასახავდეს  მისი ზრდით გამოწვეულ კეთილდღეობას. ზემოთ აღნიშნული მიმართულებით  ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტები გაზრდის მთლიანი შიდა პროდუქტის, როგორც  მაკროეკონომიკური მაჩვენებლის  ხელმისაწვდომობას.

ავტორის ბიოგრაფია

ნინო მაქაცარია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზსუ  ასოცირებული პროფესორი                     

წყაროები

Stiglitz, J. E., Sen, A., & Fitoussi, J.-P. (2009). Report by the Commission on the Measurement of Economic Performance and Social Progress https://ec.europa.eu/eurostat/documents/8131721/8131772/Stiglitz-Sen-Fitoussi-Commission-report.pdf

Tax Policy Reforms 2024. https://www.oecd.org/en/publications/tax-policy-reforms-2024_c3686f5e-en.html

Minimum wage as social policy instrument evidence from germany.pdf https://www.cambridge.org/core/services/aop - cambridge-core /content/view/

TAX POLICY AND ITS FEATURES. The European Proceedings of Social and Behavioural Sciences EpSBS, 2022. www.europeanproceedings.com e-ISSN: 2357-1330

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (Geostat)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-01-13

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები