დრო, როგორც ეკონომიკური რესურსი და სოციალური ფენომენი

ავტორები

  • ნინო მაქაცარია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2024.16.11

საკვანძო სიტყვები:

დროის რესურსი, დროის მენეჯმენტი, პროფესიული გადაღლა, დროის დეფიციტი, შრომის მწარმოებლურობა, დროის ეკონომია, შრომის პირობები, ცხოვრების ხარისხი

ანოტაცია

დრო ნებისმიერ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი რესურსია.   მისი შეზღუდულობა განაპირობებს იმას, რომ  ნებისმიერი ადამიანის, სამეწარმეო სუბიექტის და ზოგადად, ეკონომიკის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია დროის სწორ განაწილებაზე.   საოჯახო მეურნეობიდან დაწყებული დროის ეფექტური დაგეგმვა, ფირმაში  არსებული დროის მენეჯმენტი და მაკროეკონომიკაში  დროის ფენომენის სწორი გააზრება  ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.  დროის, როგორც ყველაზე შეზღუდული,  არაკვლავწარმოებადი რესურსის  მაქსიმალური გათვალისწინება  იწვევს წარმატებას, როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე კომპანიისთვის.  იმის შრომაა უფრო მწარმოებლური, ვინც  ერთსა და იმავე დროში მეტს აწარმოებს,  ხოლო ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის მიხედვით, ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების წარმოების უნარზე დამოკიდებულია ცხოვრების დონე.  ამდენად,  მწარმოებლურობა, ეკონომიკური ზრდა, ცხოვრების დონე განუყოფელია ისეთი უნივერსალური რესურსისგან, როგორიცაა დრო. სწორედ ამის გამო დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროის ეფექტურად გამოყენებას, დროის მენეჯმენტს. აუცილებელია დრო, როგორც ეკონომიკური რესურსი დაუკავშირდეს მის სოციალურ მნიშვნელობას, ვგულისხმობთ იმას, რომ  ის ამავე დროს არის ადამიანის ფიზიკური და სულიერი განვითარების რესურსი.  ფირმის თუ კომპანიის ფარგლებში დროის მენეჯმენტმა უნდა შეძლოს დროის ეფექტური გამოყენება, რაც იქნება იმის პირობა, რომ ადამიანს ჰქონდეს ცხოვრება სამსახურს მიღმა. ხოლო ვინაიდან ეს ყოველთვის არ არის გარანტირებული, სახელმწიფომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი ბერკეტებით შექმნას ადამიანის შრომისა და დასვენების, მისი სულიერი განვითარების გარანტიები.

წყაროები

გეჩბაია ბ., დროის მენეჯმენტი, 2014. ელექტრონული ვერსია.

ხარხელი მ., მორჩილაძე გ., დროის მენეჯმენტი, თბ., 2016.

ელისო ქავთარაძე, მენეჯერის დროის გამოყენების არსი და მნიშვნელობა,

ჟ. სოციალური ეკონომიკა. XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები, ოქტომბერი, 2014, გვ. 103.

თამაშის წესები/მოკლე შესავალი შრომის საერთაშორისო ნორმებში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. თბ.2009.

https://www.ilo.org/documents/publication/wcms_226313.pdf

დრო, ყველაზე ღირებული, მაგრამ ნაკლებად დაფასებული რესურსი; თ. დუშუაშვილი. კვლევა. სექტემბერი 23, 2016 https://forbes.ge/blogs/e1-83-93-e1-83

What is the Time Management. By Ben Lutkevich, Technical features writer Ivy Wigmore (techarget.com /whatis /definition /time-manajement.

საქართველოს შრომის კოდექსი.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567?publication=24

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-01-31

გამოცემა

სექცია

ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი