სამეგრელოს განვითარების კულტურულ-რელიგიური ასპექტები და კათოლიკე მისიონერების საგანმანათლებლო მოღვაწეობა
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.05საკვანძო სიტყვები:
მისიონერები, კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიური ასპექტებიანოტაცია
საქართველოში კათოლიკე მისიონერების საგანმანათლებლო მოღვაწეობა XVII-XIX საუკუნეების სამეგრელოში მნიშვნელოვანია რომის კათოლიკური ეკლესიისა და ქართული კულტურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს, მულტირელიგიური მოსახლეობა ურთიერთობის საკმაოდ მაღალი კულტურით გამოირჩეოდა. განსაკუთრებულია მისიონერების, დონ კრისტოფორო კასტელის, დონ ანტონიო ჯარდინასა და სხვათა ღვაწლი. მათ შექმნეს სკოლები, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას ქართულად, იტალიურად და ქრისტიანულ მოძღვრებას. რომის ეკლესიის წარმომადგენლებმა სამეგრელოში ნაყოფიერი მუშაობა გაშალეს, მათ შემოიტანეს იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე ცოდნა, სამკურნალო, სამეურნეო და საინჟინრო სიახლეები, ასწავლიდნენ უცხო ენებს. დიდია კათოლიკე მისიონერების წვლილი ქართული მეცნიერებისა, კულტურისა და განათლების სფეროში.
წყაროები
გამსახურდია სვ., სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, „განათლება“, თბ., 1975.
მარგველაშვილი გ., სამეგრელო და დასავლური ქრისტიანობა, თბ., 2008.
ოჩიაური ი., ქრისტიანობა და განათლება საქართველოში (XVI–XIX სს.), ბათუმი.2005.
ჭიჭინაძე ზ., ქართველ კათოლიკეთ - სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები - მიხეილ პეტრეს ძე თამარაშვილი, თბ., 1991.
შოშიაშვილი ნ., კათოლიკე მისიონერები საქართველოში XVIII-XIX საუკუნეებში, თბ., 2013.
ჭანტურია მ., რელიგიური მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდი. 2010.
ხაჟალია ბ., სამეგრელოს კულტურა და რელიგია XVIII-XIX საუკუნეებში, ზუგდიდი.
გაზ. „განათლება“ (1993 წ. 30 ივლისი.) 2015.



