XXI საუკუნის გამოწვევები - კრიტიკული აზროვნების განვითარება სტუდენტებში
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2023.15.11საკვანძო სიტყვები:
კრიტიკული აზროვნება, კვლევა, ტექნოლოგია, სასწავლო ინფორმაცია, რეფლექსიაანოტაცია
კრიტიკული აზროვნების უნარზე ორიენტირებული სწავლა XXI საუკუნის გამოწვევაა. იგი გულისხმობს არა მხოლოდ აქტიურ ძიებას, არამედ ნასწავლის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებასა და შედარებას სხვა კვლევებთან. კრიტიკული აზროვნება გვეხმარება იმის გაგება-გააზრებაში, რასაც ვსწავლობთ და ვაკეთებთ. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და განათლების თანამედროვე პარადიგმების თანახმად, სწავლების მიზანია მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ეს უნარები სტუდენტს ყველაზე უკეთ სწავლების პროცესში უვითარდება. ამიტომ, ლექტორი მთავარი გზამკვლევია კრიტიკული აზროვნების განვითარების გზაზე. თანამედროვე განათლების პერსპექტივები და მომავალი დაკავშირებულია არა მხოლოდ უახლეს ტექნოლოგიებთან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც მას შესაბამისი მიზნებისთვის გამოიყენებენ. მნიშვნელოვანია და ორიენტირია კვლევა, რომელიც საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
წყაროები
The Teachers for Critical Thinking, A guideline, USAID.
Попков В. А. Коржуев А. В. Дидактика Вышей Школы. 2004. (Москва)
Pichkhadze M., Some Techniques and Strategy for Critical Thinking Development, Tb., http://mastsavlebeli.ge/
მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის. გზამკვლევი. USAID.
Попков В. А. Коржуев А. В. Дидактика Вышей Школы. 2004. (Москва)
ფირჩხაძე მ., კრიტიკული აზროვნების განვითარების ზოგიერთი ტექნოლოგია და სტრატეგია, თბ., http://mastsavlebeli.ge/



