ინტროდუცირებული ორნაკვთიანი გინგკოს (Ginkgo biloba) მორფო-ბიოლოგიური თავისებურებანი და სამკურნალო თვისებები

ავტორები

  • ლარისა თირქია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2024.16.07

საკვანძო სიტყვები:

უძველესი, ინტროდუქცია, ყვავილობა, ფოთოლცვენა, თვითნათესი, გამოყენება მედიცინა

ანოტაცია

ნაშრომი ეხება ინტროდუცირებული ორნაკვთიანი გინგკოს ( Ginkgo  biloba) მორფო-ბიოლოგიურ თავისებურებებსა და სამკურნალო თვისებებს.

  ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, ორნაკვთიანი გინგკო - (Ginkgo  biloba), რომელიც  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში იზრდება I სექტორის N36 და N41თარგში, რომლის სიმაღლე არის 35-40 მეტრი, დიამეტრი 80-90 სმ, ვარჯის პროექცია 10X11მ, 12X14მ,  ასაკი  133 წელი,  ჯანსაღად გამოიყურებიან, აქვთ ნორმალურად განვითარებული ლამაზი ვარჯი, მარაოსებრი ფოთლები, დიქოტომიური დაძარღვა  და სწორი, ახოვანი ტანი.  

    2022 წელს ყვავილობა დაიწყო 12 აპრილს და დამთავრდა 28 აპრილს. ნაყოფის მომწიფება დაიწყო 27 აგვისტოს და დამთავრდა 29 სექტემბერს. ხოლო ფოთოლცვენა 25 სექტემბერს და დამთავრდა 5 ოქტომბერს. ხასიათდებიან უხვი თესლნაყოფიერებით. იძლევიან თვითნათესს, რომლებიც ძირითადად გვხვდება დედა მცენარის ვარჯის ქვეშ. მათი აღმოცენება იწყება მარტის პირველ დეკადაში. თესლი დაფარულია სქელი კანით.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მათი ხნოვანება 1930 წელს ვ.მირზაშვილმა (1934) 40-50  წლით განსაზღვრა, ე.ი. მათი ინტროდუქციის თარიღად შეიძლება მიჩნეულ იქნას 1880-1890 წელი.

 საინტერესოა აღინიშნოს ორნაკვთიანი გინგკოს (Ginkgo  biloba)   მედიცინაში გამოყენება და    სასარგებლო თვისებები. მას გააჩნია  ანტიოქსიდანტური მოქმედება, რომელიც გავლენას ახდენს  ტვინის სისხლძარღვებზე. მისი ექსტრაქტი ცნობილია, როგორც ტვინის  ნატურალური სტიმულატორი. ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, რომელიც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ასაკში შესვლისას გარკვეულ როლს ასრულებს სტრესთან და  დეპრესიასთან ბრძოლაში.

გამოიყენება სისხლძარღვების,   მეტყველების, მეხსიერებისა  და სმენის გასაუმჯობესებლად. მისი ექსტრაქტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შორ მანძილზე მხედველობას  და შეუძლია უკუაქციოს თვალის ბადურას დაზიანება.

 ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული ორნაკვთიან გინგკოზე - (Ginkgo  biloba)  დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ  ის მეტად ძვირფასი დეკორატიული ხეა. მისი ორიგინალური ფორმის ფოთოლი რომელიც გაზაფხულსა და ზაფხულში ღია მწვანე, შემოდგომით კი ყვითელი და მოწითალო ფერისაა მცენარის ორნამენტულ ვარჯს მეტ სილამაზეს ანიჭებს. შეიძლება მისი ფართოდ გამოყენება პარკმშენებლობაში ჯგუფების შესაქმნელად, სოლიტერად  ხეივნის გასაშენებლად,  დასახლებული პუნქტების გასამწვანებლად და რაც მთავარია დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში.

წყაროები

შ. ბალანჩივაძე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მერქნიანი ხეები და ბუჩქები. თბ,.1975..

ნ. კომარინცკი, ლ. კუდრიაშოვი ა. ურანოვი, მცენარეთა სისტემატიკა. თბ,. 1973.

ჯ. კუჭუხიძე, მ. ჯოხაძე, ბოტანიკა. თბ,.2012.

ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი. თბ.1991.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-01-31

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

სამართალი