ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულ ზოგიერთი წიწვოვანი მცენარის ზრდა-განვითარების რიტმი

ავტორები

  • ლარისა თირქია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.14.13

საკვანძო სიტყვები:

წიწვოვნები, ზრდა, განვითარება, წვერხმელობა, სიბერე, გამოყენება

ანოტაცია

ნაშრომი ეხება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულ ზოგიერთი წიწვოვანი მცენარის ზრდა-განვითარების რიტმს.

   ჩვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე, 2020-2021  წლებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გავრცელებულ სხვადასხვა წიწვოვან მცენარეებში ზრდის რიტმი და ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია.

  მცენარეთა ერთი ჯგუფი ზრდას იწყებს მარტის მეორე ნახევარში ან აპრილში და ამთავრებს სხვადასხვა დროს. მას ეკუთვნის: Cephalotaxus fortune, Taxus baccata, Cedrus deodara, Taxodium distichum, Sequoia sempervinens,Cryptomeria japonica. მეორე ჯგუფი ვეგეტაციას იწყებს აპრილის მეორე ნახევარში ან მაისში. ასეთებია:  podocarpus nageia, Abies alba Mill,Cunninghamia lanceolata,Cupressus lusitajnica mill, Thuia occidentalis

    საინტერესოა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი წიწვოვანები არახელსაყრელი კლიმატური პირობების გავლენით მნიშვნელოვნად აგვიანებს ზრდის დაწყებას, მაგალითად, Thuia occidentalis 2020 წელს, 2021 წელთან  შედარებით, ზრდა 74 დღით გვიან დაიწყო, Thujopsis dolabrata  69, podocarpus nageia Cupressus lusitajnica mill 29, ხოლო სხვა დანარჩენებმა 6-18 დღით დაიგვიანა.

   ზუგდიდის პირობებში ზოგიერთ ინტროდუცირებულ მცენარეზე  შემჩნეულია ნაადრევი სიბერე და  წვერხმელობა. მაგალითად, წვერხმელობით  ხასიათდებიან: Cedrus deodara, Sequoia sempervinens და Cryptomeria japonica.

    ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, წვერხმელობა ხშირად დაკავშირებულია ინტროდუცირებულ  მცენარეთა ნაადრევ  სიბერესთან, რომელიც 45-53 წლის ასაკიდან იწყება და ის ფაქტორები, რომლებიც იწვევენ მცენარეთა ნაადრევ სიბერეს, პირდაპირ თუ არაპირდაპირი გზით ხელს უწყობენ აგრეთვე  წვერხმელობასაც, ასევე წვერხმელობის მიზეზად  შეიძლება ჩაითვალოს გაზაფხულის კლიმატური პირობები, კერძოდ, კი ჰაერის ტემპერატურის აწევა, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის დაცემა და ცხელი ქარების უარყოფით მოქმედება.

      ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულ წიწვოვან მცენარეთა ზრდა- განვითარებაზე დაკვირვებამ  გვიჩვენა, რომ ზოგიერთი მათგანი ხასიათდება საუკეთესო ზრდით და პერსპექტიულია როგორც მწვანე მშენებლობაში, ასევე სატყეო მეურნეობაში.

წყაროები

ჯ. კუჭუხიძე, მ. ჯოხაძე, ბოტანიკა, თბ,. 2012.

ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.1991.

შ. ბალანჩივაძე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მერქნიანი ხეები და ბუჩქები, თბ,.1975.

ნ. კომარინცკი, ლ. კუდრიაშოვი, ა. ურანოვი, მცენარეთა სისტემატიკა, თბ,. 1973.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-14

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი