უნივერსიტეტების თანამშრომლობა საჯარო სკოლებთან დაწევა-დაჩქარების კურიკულუმის დანერგვის ფარგლებში

ავტორები

  • დალი ბერანძე
  • ნატო ქობულაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2024.16.04

საკვანძო სიტყვები:

ინკლუზიური განათლება, ადაპტირებული კურიკულუმი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, სკოლებისა და  ადრეული განათლების დაწესებულებების თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკა.

2021 წლის ოქტომბერში გაეროს ბავშვთა ფონდმა დაიწყო ტრენინგების/სემინარების სერიის ჩატარება ცხრა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის (27 მონაწილე) ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ბავშვების სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში სწავლის ხელშეწყობისათვის. 

სტატია აანალიზებს ტრენინგების/სემინარების მთავარი ფოკუსებს, რომელიც ეხება დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმს (ადაპტირებული კურიკულმი) განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის პროგრამებისთვის, სწავლების უნივერსალურ დიზაინსა და სწავლების უფრო მეტად ინდივიდუალიზირებული მიდგომების გამოყენებაზე ადაპტირებული კურიკულუმის მიხედვით. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მიერ გაცნობიერებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კურიკულუმის დანერგვის სტრატეგიები, CK-12 პლატფორმა, უსაფრთხო სასწავლო გარემო და პოზიტიური აღზრდა. პროექტი განხორციელდა სამეგრელოსა და იმერეთის 15-15 საჯარო სკოლაში და მასში ჩაერთული იყო  45-45 წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებების მასწავლებლები.

წყაროები

ადრეული ინკლუზიური განათლება. 2021. http://inclusion.ge/res/docs/2019012113455344911.pdf

https://www.unicef.org/georgia/ka

დაწევისა და დაჩქარების კურიკულუმი. 2022.

https://elfiles.emis.ge/uploads/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-01-31

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

განათლება