ინოვაციური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები

ავტორები

  • ლაშა ნარსია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.14.10

საკვანძო სიტყვები:

ინოვაცია, ინვესტიცია, ციფრული ეკონომიკა, სტრატეგია

ანოტაცია

თანამედროვე ტენდენციებით ეკონომიკის განვითარების  დღის წესრიგის არსი არის ინოვაციური ტექნოლოგიების პოტენციალის  ათვისება. ინოვაციური ეკონომიკა  მიზნად უნდა ისახავდეს ბიზნესისა და დასაქმებისთვის ხელსაყრელ გარემოს გაუმჯობესებას, წვდომა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მომდინარეობს ინოვაციური ტექნოლოგიური ცვლილებებიდან,  ახალ გამოწვევებთან ადაპტაციისთვის. სტრუქტურული კრიზისი შეიძლება დაიძლიოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, რომლებიც ხსნის ახალ წარმოების შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს გარღვევას ეკონომიკური ეფექტურობის გაუმჯობესებაში. ცნობიერების ამაღლება გაციფრულების უპირატესობების შესახებ, ციფრული კულტურის ჩამოყალიბება მცირე და საშუალო საწარმოებში,  არის პირველი ნაბიჯი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისკენ.

ეკონომიკის დაჩქარებული ზრდისათვის აუცილებელია, განხორციელდეს ინოვაციებისა და ცოდნის კომერციალიზაცია. განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაში  მნიშვნელოვანი ადგილი მცირე და საშუალო ბიზნესს უკავია. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ  ხელი შეუწყოს  მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციურ განვითარებას. ინოვაციური ეკონომიკა ქმინს კონკურენტულ უპირატესობას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.

წყაროები

ირაკლი ჯანგავაძე, ინოვაციური ეკონომიკის საფუძვლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2021. გამომცემლობა „უნივერსალი, 2021.

ბიზნესის განვითარებისა და გაციფრულების ხელშეწყობა საქართველოში. © OECD 2022.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საწარმოთა ინოვაციური აქტივობა (2016-2021)

https://euneighbourseast.eu/ka/policy/

https://www.brookings.edu/project/usmca-initiative/

https://www.brookings.edu/essay/usmca-forward-2023-introduction/

https://www.entrepreneur.com/ka/siakhleebi-da-tendentsiebi/ratom-aris-kvleva-da/354208

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-14

გამოცემა

სექცია

სოციალური მეცნიერებები