ციფრული მარკეტინგი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორი
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2024.16.08საკვანძო სიტყვები:
მარკეტინგი, კონკურენტუნარიანობა, ინოვაციურობა, ბიზნესი, გლობალიზაციაანოტაცია
გლობალურ ეკონომიკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ტენდენციების, განმსაზღვრელი ფაქტორების და ეკონომიკური განვითარების პროცესის შესახებ საბაზისო ცოდნის გაფართოება. ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა, მათ შორის ინტერნეტმა, შეცვალა ადამიანთა ცხოვრება, ურთიერთობა და შესაბამისად ბიზნესიც. დღევანდელ პირობებში უფრო მეტად იზრდება კონკურენცია, იქმნება ინოვაციური პროდუქტები, რაც ეკონომიკას და ბიზნეს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ინტერნეტმა ასევე გამოიწვია ბაზარზე დიდი რაოდენობით პროდუქციის გამოჩენა, რომელიც ადრე მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის იყო განკუთვნილი.
მარკეტინგულმა სტრატეგიამ და პრაქტიკამ წარმოუდგენელი ცვლილებები განიცადა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ, მით უმეტეს ინტერნეტმა, ძლიერი გავლენა იქონია მყიდველებსა და მათ სამსახურში მყოფ მარკეტოლოგებზე. ციფრულ ეპოქაში, წარმატების მისაღწევად, ხშირ შემთხვევაში გადასარჩენად, მარკეტოლოგებმა თავიანთ სტრატეგიებს ხელახლა უნდა გადახედონ და დღევანდელ, ახალ გარემოს მოარგონ ისინი. საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, კერძოდ, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს როგორც კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასვე საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა. აუცილებელია მარკეტინგის შესაძლებლობების, ციფრული მარკეტინგის ეფექტურად გამოყენება, ბიზნესის მიერ მისი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისათვის.
წყაროები
გურამ ჯოლია, განათლება და დასაქმება ციფრულ გარემოში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი 2021, გვ, 100 .
ფირმის ეკონომიკა, (ლექციების კურსი), შემდგენლები: ლობჟანიძე ნ., გიგაური ე., შარაშენიძე ა., რედ. ხარაიშვილი ე.; თბ., 2021
მარკეტინგის საფუძვლები, ფილიპ კოტლერი, მეშვიდე გამოცემა, თავი 14,გვ.,485.
M. GordonHunter, SmallBusiness "Success"-2014. https://www.researchgate.net/publication/269990237_Small_Business_Success
http://business.org.ge/porteris-5-dzala/
https://www.springboard.com/blog/business-and-marketing/digital-marketing-importance/
https://tsdigital.ge/cipruli-marketinguli-strategia/


