ავტორთათვის

გამოცემებში იბეჭდება ნაშრომები, რომლებიც მოიცავს თანამედროვე მეცნიერების აქტუალურ თემებსა და პრობლემებს, მნიშვნელოვან გამოკვლევათა ჯერ გამოუქვეყნებელ შედეგებს.

  1. ნაშრომს თან უნდა ახლდეს თავფურცელი, რომელშიც მითითებული იქნება ავტორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო კოორდინატები;
  2. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word - ის A4 ფორმატში,
  3. ნაშრომის შესრულებისას გამოიყენება sylfaen-ის ფონტი, შრიფტის ზომა - 11 და დაშორება - 5. ოთხივე მხრივ დატოვებული მინდორი 25 მმ;
  4. აბზაცის ყველა ხაზი უნდა იყოს თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. აბზაცები ერთმანეთისგან გამოიყოფა თითო ინტერვალის გამოტოვებით.
  5. მოცულობით უნდა იყოს კომპიუტერზე ნაბეჭდი არა უმეტეს თხუთმეტი და არანაკლებ ხუთი გვერდისა.
  6. ნაშრომს თან უნდა ახლდეს აბსტრაქტი: მოიცავს მოკლე ინფორმაციას (100-200 სიტყვა) სტატიის შინაარსის შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
  7. ნაშრომს თან უნდა ახლდეს საკვანძო სიტყვები (Key words): 4-6 სიტყვა, რომელიც არ იმეორებს სათაურს და მაქსიმალურად ასახავს ნაშრომის შინაარსს (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
  8. სტატიის სათაურები წარმოდგენილი უნდა იყოს გამუქებული ფონტით ან/და დახრილი შრიფტით, გამოყოფილი Headings სისტემით, ერთმანეთისგან განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე შემდეგი წესით:
  9. სათაური (იწერება შუაში);

      1.1. ქვესათაური

      1.1.1. ქვესათაური

      1.2. ქვესათაური

      2. სათაური

      2.1. ქვესათაური

      2.2.1. ქვესათაური და ა.შ.

  1. სქოლიოს, ისევე როგორც მთლიანი ნაშრომის შესრულების დროს ვიყენებთ sylfaen-ს, შრიფტის ზომა-11.
  2. დასკვნა: მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
  3. აბსტრაქტი, შესავალი და დასკვნა არ ინომრება. ინომრება მხოლოდ ტექსტის ძირითადი ნაწილი.
  4. ნაშრომს თან უნდა ახლდეს ბიბლიოგრაფია, რომელიც მიეთითება ქართულ და ინგლისურ ენებზე. უნდა დალაგდეს ინდექსის მიხედვით, ანბანური რიგით. არ ინომრება და არ უკეთდება ბულეტები.

  ჟურნალში მიღებულია ციტირებისა და მითითების წესი, მისი მოთხოვნებია:

ა) მოტანილი ციტატა ძირითადი ტექსტისგან გამოიყოფა ბრჭყალებით („..“). ციტირების დასასრულს, მრგვალ ფრჩხილებში, დაისმის ინდექსი, რომელშიც აღნიშნულია ციტირებული

ტექსტის ავტორის გვარი, ტექსტის გამოქვეყნების წელი, შემდეგ _ ორწერტილი და გვერდი.

მაგალითად: (აბაშიძე 1970:25).

ბ) სალექსო სტროფის (და არა სტრიქონის) ციტირების შემთხვევაში, მოტანილი ციტატა გამოიყოფა ტექსტისაგან და ციტატის ფონტის (შრიფტის) ზომა მცირდება ერთი ზომით (მაგ.: თუ ტექსტის ფონტის ზომაა Sylfaen 11, მაშინ ციტატის ზომა იქნება Sylfaen 10).

გ) რუბრიკებში „გამოხმაურება“, „რეცენზია“ და „ახალი წიგნები“, შრიფტის ზომებია:

ძირითადი ტექსტი _ Sylfaen 10,

განმარტება-შენიშვნები (სქოლიოში ჩატანით) _ Sylfaen 9.

 სტატიის ავტორის მცირე შენიშვნები აღინიშნება ვარსკვლავით და ჩაიტანება გვერდის ბოლოს, სქოლიოში.

 ავტორი პასუხისმგებელია დასაბეჭდად წარმოდგენილი ნაშრომის ლიტერატურულ სტილსა და მართლწერაზე.

 შემოსული სტატია სარეცენზიოდ გადაეცემა ანონიმურ ექსპერტს.

შემოსული მასალების განხილვის შემდეგ, დამატებითი მითითებებისათვის, რედაქცია დაუკავშირდება დასაბეჭდად შერჩეულ ნაშრომთა ავტორებს.

ავტორს, განსაზღვრული ვადით (არა უმეტეს სამი დღისა), კორექტურისათვის ეძლევა უკვე დაკაბადონებული ნაშრომი. თუ დადგენილ ვადაში სტატია არ იქნება დაბრუნებული, რედაქცია უფლებას იტოვებს შეაჩეროს იგი ან დაბეჭდოს ავტორის ვიზის გარეშე.