აღზრდის დემოკრატიული სისტემა და მშობლის დაძლეული ეგო (ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით)

ავტორები

  • თეონა ხუფენია
  • ნესტან ფიფია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2023.15.01

საკვანძო სიტყვები:

პედაგოგიკა, მშობლის ფსიქოტიპი, სტოიციზმი

ანოტაცია

ილია ჭავჭავაძის  ,,ოთარაანთ  ქვრივი“  მრავალპლანიანი  ნაწარმოებია,     მრავალ  მკვლევარს  მიუქცევია  ყურადღება.  სახელდადებულია,  რომ ოთარაანთ ქვრივი  არის  განსაკუთრებული დედა. მისი ვაჟი, გიორგი - ღირსეული  ადამიანი. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ  აღზრდის  სისტემაზე,  მშობლის ფსიქოტიპსა  და   მის   როლზე  ასეთი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

          აღზრდის სისტემებზე,  მშობელთა ფსიქოტიპებზე   უამრავი  გამოკვლევა და თეორიული  მასალა  არსებობს.   ცხადია,  ოთარაანთ  ქვრივის,  როგორც  მშობლის მოდელი,  არ  არის ცოდნის შედეგი (თუნდაც  იმ  მიზეზით, რომ  მან  წერა-კითხვაც   არ  იცოდა), ეს  მისი  ბუნებითი  მდგომარეობაა.  ილია ჭავჭავაძემ  მხატვრულ  ღირებულებასთან  ერთად, მიგნებული  ფსიქოლოგიური წიაღსვლებით  გამოძერწა  ოთარაანთ  ქვრივი - ,,ფარხმალიანი  ქალი   და შინაგანი წვდომით   ფაქიზი  დედა.

           ყურადღება გავამახვილეთ  ასევე   XIX   საუკუნის  მეორე  ნახევარში   რუსული  იმპერიის  მიერ  დაპყრობილ  საქართველოში   პედაგოგიური  აზროვნების  პროგრესულ  ხასიათზე,  რაც  ფაქტობრივად  დროს უსწრებდა   (იაკობ  გოგებაშვილის,  ილია  ჭავჭავაძის,  გაბრიელ  ეპისკოპოსის  (ქიქოძე)  და მათი  თანამოაზრეების  მოღვაწეობა   ამის  დასტურია.)

     ოთარაანთ  ქვრივი   დედაკაცობის  ზოგადი  მხატვრული  სახეა,  ამიტომაც  მას  საკუთარი   სახელი  არ  ჰქვია.  სტოიციზმის  - უტეხი სულიერი წყობის  უმთავრეს დადასტურებად  ვთვლით  დედის მიერ  გიორგის  მოჯამაგირეობის  დათმობას.  აქ დასაძლევია  არა მხოლოდ  მშობლის, მსხვერპლისუნარიანი  დედის,   ეგო  (,,ჩემგან  მიდის  და პატარა  ნაღველიც  უკან  არ ახედებს“),  ბუნდოვანია  გიორგის მომავალიც.  ოთარაანთ  ქვრივი  გადაწყვეტილებას  შვილის  პოზიციიდან  ღებულობს. სულის დუღილით, გულის  ტეხით  მის ნებას  დაჰყვება:  ,,დეე,  თავის  ნებაზედ  იყოს.  მე  არ  ვუშლი,  რაკი  თვითონ  არ  იშლის.“

 ვასკვნით,  რომ  ოთარაანთ  ქვრივი  არის    ავტორიტეტული  მშობელი, ხოლო აღზრდის  სისტემა  - დემოკრატიული.  გიორგისათვის  დედა არის  მოდელი  სამართლიანობისა,  სიტყვისა  და საქმის  ერთიანობისა, უანგარო  სიკეთისა.  მშობელი   თანაზიარობისა  და თანაგანცდის,  უსაფრთხო  ემოციურ  გარემოში  ზრდის  ვაჟს.   ნიშანდობლივია,  რომ  ნაწარმოების  სათაურშივე  ხაზგასმულია   ქვრივის  სტოიციზმი.  ის  დედაკაცია  და არა - ქალი   (ილია ჭავჭავაძის  განმარტებით,  ,,დედაკაცი  ფარხმალიანი  ქალია,  ქალი - უფარხმალო  დედაკაცი,  ქალი  პეპელაა,  დედაკაცი  - ფუტკარი“). 

წყაროები

Gabriel Bishop (Kikodze), Fundamentals of experimental psychology, Tb, 1993.

Ilia Chavchavadze, The Letters (“Small Talks), Tb. 2010.

Georgian Prose, Vol. VIII, Tb. 1985

DWOE, Divine Wisdom Orthodox Encyclopedia, Tb. 2007

St. Nikoloz Serbian, Thinks about Kindness and Evil, Tb. 2003

Heim J. Jinot, Between parent and children, Tb. 2021

Zakaria Giunashvili, the Style of Bringing up and it importance of for personal formation of a child. (Mastsavlebeli. Ge, 25. VI. 23).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-15

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

სტატიები