სამეგრელოში კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გარკვევისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.14.16ანოტაცია
სტატია შეეხება სამეგრელოში თეატინელ მისიონერთა მოღვაწეობის პერიოდს, რომლებმაც აქ სარწმუნოებრივი და ფართო მასშტაბის საზოგადოებრივი მოღვაწეობა გააჩაღეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოღვაწეობის შესახებ ბევრი დაწერილა, არის საკმაოდ ბევრი დასაზუსტებელი საკითხი, რომელიც მათ საქმიანობას და ზოგადად, იმ პერიოდის სამეგრელოს და ზუგდიდს უკავშირდება. ხსენებულ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მათგანზე, რომელთაგან მნიშვნელოვანია ლევან დადიანის სასახლისა და წიფურიას ადგილმდებარეობის განსაზღვრა. წყაროთა შეჯერების საფუძველზე განხილულია სხვადასხვა მკვლევართა აზრი, რომელთა კრიტიკული განხილვის შემდეგ ავტორს გამოაქვს საკუთარი დასკვნები, რომლებიც შეეხება დადიანის რეზიდენციის ადგილმდებარეობისა და წიფურიის ლოკალიზაციის დაზუსტების საკითხებს.
წყაროები
ავიტაბილე დონ პიეტრო, ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე) თბ. 1977
თ. ბერაძე, ოდიშის სამთავროს რუკა არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, ,,მაცნე“ ისტორიის სერია, თბ. 1971 გვ. 154
პ. გაბისონია, ზუგდიდის რაიონის ისტორიული გეოგრაფიიდან, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები N XII-XIII, თბ. 20012-2013, გვ.369-378
მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ნამდვილის საბუთების შემოტანით XIII საუკუნიდან ვიდრე XIX საუკუნემდე, ტ. 1902 წ.
გაზ. ,,ივერია“ N 142, 1893
დონ ქრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ 1977; გვ. 56
მ. პაჭკორია, თაგილონი, ქსე, ტ. 11, გვ. 334, თბ., 1987
ა. ტუღუში, ნარკვევები ზუგდიდის ისტორიიდან, გვ.15, თბ. 2012
ქართლის ცხოვრება IV; ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით აკად. ს. ყაუხჩიშვილის მიერ ,თბ. 1973 გვ.832
ზ. ქორთუა, ზუგდიდის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის საკითხისათვის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებული N6 2013, 79-83
ა. ჩიქობავა, ოდიშ-აფხაზეთის ტოპონიმიკა XVI-XVII სს. თსუ ისტორიის ინსტიტუტის შრომები VI, თბ. 2012 , გვ.225
ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, (ცნობები საქართველოს შესახებ) ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ. 1975



