მეჩვიდმეტე საუკუნის ქართლის საქალაქო ცხოვრება კაპუცინ მამათა რელაციების მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
კაპუცინთა ორდენი, თეატინელთა ორდენი, წმინდა საყდარი, სამოციქულო ადმინისტრაცია, კათოლიკური მისია, ლათინური წესიანოტაცია
მეჩვიდემეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში მისიით ჩამოსულმა კაპუცინთა ორდენის წარმომადგენელმა მამებმა, შეძლეს აღედგინათ მსახურება თეატინელი მამების მიერ დაფუძნებულ გორისა და თბილისის კათოლიკურ მისიონებში. კაპუცინ მამათა მისია საკმაოდ ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოში. მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდგომ ცარიზმმა გეგმაზომიერად დაიწყო კაპუცინთა მისიის ყოველმხრივი შევიწროება და 1844 წელს საბოლოოდ განდევნა ისინი საქართველოდან. კათოლიკე ეკლესიის აღორძინება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გახდა შესაძლებელი როდესაც თბილისში ამოქმედდა წმინდა საყდრის სადესპანო და დაფუძნდა სამოციქულო ადმინისტრაცია. სამხრეთ კავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის მეუფე ჯუზეპე პაზოტოს ძალისხმევითა და კაპუცინთა ორდენის მხარდაჭერით ამ ათიოდე წლის წინ ახალციხეში კვლავ ამოქმედდა კაპუცინთა მისია.
წყაროები
იესე ბარათაშვილი, ,,ცხოვრება-ანდერძი“, ქართული პროზა, წიგნი V, თბილისი 1983
რემონ ჟანენი, ,,საქართველო, (კათოლიკური ღვთისმეტყველების ენციკლოპედია)’’, გამომცემლობა ,,ნეკერი“, 1996.
ზურაბ გამეზარდაშვილი, მურმან პაპაშვილი, ელდარ მამისთვალიშვილი, ,,ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ, თბილისი 2018 წ.
ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ (XVII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი)’’, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამომცემლობა ,,საჩინო’’ თბილისი 2018 .
ნუგზარ ბარდაველიძე, ,,კაპუცინი მამები საქართველოს შესახებ“, ჟურნალი ,,საბა’’, 2015 წ. N9.
Chisholm, Hugh, "Capuchins" , ,Encyclopædia Britannica“, (11th ed.). Cambridge University Press ed. 1911.
Where Does the Name 'Cappuccino' Come From?". www.merriam-webster.com. (უკანასკნელად გადამოწმდა 10,07,2022 10 ივლისს).



