ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში იტალიელი მისიონერების ცნობების მიხედვით (XVII საუკუნე)
ანოტაცია
XVII საუკუნეში საქართველოში და მთელ კავკასიაში ფართოდ იყო გავრცელებული ხალხის უცხოეთში მონებად გაყიდვა. ამ მძიმე მოვლენას ჰქონდა თავისი ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური წინაპირობები.
ვინაიდან დატყვევებული მონების გაყვანა ძირითადად საზღვაო ტრანსპორტით ხდებოდა, ყველაზე მეტად შავი ზღვის მახლობლად მცხოვრები ხალხი დაზარალდა. ზღვასთან სიახლოვის გამო მონებით ვაჭრობა გავრცელდა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სამთავროებში: გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში.
წარმოდგენილ ნაშრომში მონებით ვაჭრობის საკითხი განხილულია XVII საუკუნის II და III მეოთხედებში საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწე თეატინის კრების იტალიელი კათოლიკე მისიონერების: პიეტრო ავიტაბილეს, ჯუზეპე (ჯოზეფო) ჯუდიჩეს, კრისტოფორო კასტელის, არკანჯელო ლამბერტისა და ჯუზეპე მარია ზამპის - ცნობებზე დაყრდნობით. მათი ცნობები საკმარისზე მეტ მასალას იძლევა აღნიშნული თემის მეტ-ნაკლებად სრული სურათის შესაქმნელად.
თეატინელი მისიონერების ცალკეული ცნობების დასადასტურებლად და მათი შემდგომი შევსების მიზნით, სტატიაში განიხილულია სხვა უცხოელი ავტორების ცნობებიც: (ოსმალეთის ისტორიკოსი ევლია ჩელები, ფრანგი ვაჭარი ჟან შარდენი, ანტიოქიის მართლმადიდებელი პატრიარქი მაკარი), რომლებმაც იმოგზაურეს საქართველოში XVII საუკუნის მეორე ნახევარში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგვტოვეს საქართველოსა და ზოგადად კავკასიაში მონებით ვაჭრობის შესახებ. მათ მიერ მოწოდებული მრავალფეროვანი მასალა ამ მხრივ შესანიშნავი ისტორიული წყაროა.
წყაროები
ავიტაბილე 1977 დონ პიეტრო ავიტქაბილე, ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე), შესავალი, თარგმანი და კომენტარები ბეჟან გიორგაძისა, თბილისი, 1977.
ანჩაბაძე 1959 - Анчабадзе Зураб, Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959.
ბერძენიშვილი 1965 - ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. II, თბილისი, 1965.
კასტელი 1976 დონ კრისტოფორო კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბეჟან გიორგაძემ, თბილისი, 1976.
კილასონია 2006 - კილასონია ა., ადამიანებით ვაჭრობა საქართველო-კავკასიაში XVI-XIX საუკუნეებში (ისტორიულ-სამართლებრივი ასპექტები), თბილისი, 2006.
ლამბერტი 2020 - არკანჯელო ლამბერტი, წმინდა კოლხეთი, იტალიურიდან თარგმნა გ. ცქიტიშვილმა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, განმარტებები და საძიებლები დაურთო დავით მერკვილაძემ, არტანუჯის წყაროები 20, თბილისი, 2020.
ლამბერტი 2011 - არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თბ., 2011.მაკარტ
ლამბერტი 2015 - დონ არქანჯელო ლამბერტი, რელაცია საქართველოზე (XVII საუკუნე), იტალიური ტექსტი თარგმნეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს მურმან პაპაშვილმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა, „უნივერსალი“, თბილისი, 2015.
მაკარი 1982 - მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, არაბულიდან თარგმნა თინა მარგველაშვილმა, კრ. არმაღანი, აღმოსავლური მწერლობის ნიმუშები, თბილისი, 1982, გვ. 88-122.
შარდენი 2018 - შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), ფრანგულიდან თარგმნეს, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთეს მზია მგალობლიშვილმა და გიორგი სანიკიძემ, თბილისი, 2018.
ჩელები 1971 - ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, თბილისი 1971.
ჯუდიჩე 1964- დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. წერილები საქართველოზე. XVII საუკუნე. იტალიურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბეჟან გიორგაძემ. თბ.1964.



