საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების მშპ დინამიკა 2013-2019 წლებში რეგიონულ ჭრილში და კრიზისის გამომწვევი მიზეზები
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.14.08საკვანძო სიტყვები:
მთლიანი შიდა პროდუქტი, ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მშპ, რეგიონის მშპ, მთლიანი რეგიონული პროდუქტი,, მშპ PPP მიხედვით, მშპ დარგობრივი სტრუქტურა, ქვეყნების მშპ შედარებითი ანალიზიანოტაცია
გაანალიზებულია საქართველოს მშპ, მშპ რეგიონების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მშპ, რუსეთის ფედერაციის იმ რეგიონების მშპ, რომელიც ესაზღვრება საქართველოს, მათი ერთ სულ მოსახლეზე მშპ, განხილულია თურქეთის რესპუბლიკის მშპ და ერთ სულ მოსახლეზე მშპ დინამიკაში. გაკეთებულია დასკვნები ცალკეულ ქვეყნებში კრიზისის განმაპირობებელ ფაქტორებზე. აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს შორის, როგორც ტერიტორიის, მოსახლეობის ასევე მშპ მიხედვით ლიდერობს რუსეთის ფედერაცია. თავისებურება საკვლევ პერიოდში მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის ანექსიის და ოკუპაციის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა და 2014-2017 წლებში ნავთობის დაბალმა ფასებმა მეტად შეამცირა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. რაც აისახა 2016 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებაში ერთი ტრილიონი დოლარით ანუ 44.3 პროცენტით.
ნავთობზე დაბალი ფასები გახდა მშპ შემცირების მიზეზი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკაში მშპ შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ამ რესპუბლიკის მაღალი დამოკიდებულებით რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაზე. რაც შეეხება თურქეთის რესპუბლიკას და საქართველოს აქ ძირითადი პრობლემები გარე ფაქტორებთან ერთად იყო მთავრობების არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები, რომლებსაც ადგილი ქონდა საკვლევ პერიოდში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს რეგიონებში მართალია ადგილი ქონდა მშპ-ის შემცირებას, მაგრამ ეს არ იყო ისეთი სიღრმისეული, როგორც რუსეთის რესპუბლიკებში რომლებიც ესაზღვრება საქართველოს.
წყაროები
https://www.azstat.org/portal/?lang=en 12.12. 2022
https://rosstat.gov.ru/statistics/accounts 12.12. 2022
https://tradingeconomics.com/russia/gdp 12.12. 2022
https://tradingeconomics.com/turkey/gdp 12.12. 2022
https://tradingeconomics.com/azerbaijan/gdp 12.12. 2022
https://tradingeconomics.com/georgia/gdp 12.12. 2022
https://www.geostat.ge/ka 12.12. 2022
http://ugsra.org/abkhaziya-v-tsifrakh/2016-god.php 12.12. 2022



