ასომთავრული ,,დონის -ს“ (Ⴃ) სიმბოლურ-სახისმეტყველებითი დატვირთვის შესახებ

ავტორები

  • თეონა ხუფენია
  • ნესტან ფიფია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.14.01

საკვანძო სიტყვები:

ასომთავრული, ანბანი, წარწერები, ლაპიდარული, სიმბოლო, ამოტვიფრული, მიკროკოსმოსი, მაკროკოსმოსი, რამაზ პატარიძე

ანოტაცია

სტატიაში   მიმოხილულია   ქართული  ანბანის  შესახებ  განსხვავებული  შეხედულებები   (თ.  ჩხენკელი,   რ.  პატარიძე)    საკვლევი საკითხია  ასომთავრული   ,,დონის“   სიმბოლური  დატვირვა.   საგულისხმოა, რომ  ეს ლაპიდარული  წარწერები:  მცხეთის  ჯვრის   გუმბათზე  ამოღარული  (ჩაჭრილი)   და წალენჯიხის   მაცხოვრის  ფერისცვალების    ტაძრის  ეგვტერზე  ამოტვიფრული  (რელიეფური)     ,,დონი“ იკავებს  ცალკე  სივრცეს. ის   არ უკავშირდება  სიტყვას,  ფრაზას,  არ  არის  დეკორი,  არ  გამოხატავს  თარიღს.  შესაბამისად,  მას თავისი  ფუნქცია  უნდა  ჰქონოდა,  რადგან  ,,ქართულ   ასომთავრულში   უთუოდ  მოცემულია   სამყაროს აგებულების  კონცეფცია“  ( რ.  პატარიძე).

   ჩვენი  დაკვირვებით,  ის   მიკროკოსმოსისა  და  მაკროკოსმოსის   გამომხატველი  შეიძლება იყოს   და  შეითავსოს   სახისმეტყველებით   აზროვნებაში     ადამიანის ორბუნებოვნების,  მჭვრეტელობითი    გზით    განღმრთობის    სიმბოლური  გამოხატვა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-14

გამოცემა

სექცია

ჰუმანიტარული მეცნიერებანი