სამეგრელოს კირქვიანი მასივების (ოხაჩქუე, ყვირა, გაუჩა, წულიში, მიგარია, ასხი) ბოტანიკურ-გეოგრაფიული პროფილი, ეკოტოპოლოგია, ავტოქტონური კალცეფილური ფლორის მრავალფეროვნება (დასავლეთ საქართველო, სამეგრელო)

ავტორები

  • ლარისა თირქია
  • თამარ თოლორდავა

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.18

საკვანძო სიტყვები:

კირქვიანები, კარსტი, ავტოქტონური, ენდემური, სუბენდემური, სამეგრელო

ანოტაცია

ჩვენს მიერ სხვადასხვა წელს საველე მარშრუტული კვლევის მეთოდების გამოყენებით, შესწავლილია სამეგრელოს კირქვიანი მასივის  კალცეფილური ფლორის იშვიათი და ენდემური სახეობების მრავალფეროვნება. სამეგრელოს ტერიტორიაზე ასხის მასივი, მიგარიას, ყვირას, ოხაჩკუეს კირქვიან მასივებთან ერთად, ავტოქტონური ფლორის ჩამოყალიბების და ფორმირების მნიშვნელოვანი არეალია. ამას ადასტურებს სამეგრელოს ფლორის შესახებ არსებული ბოტანიკური და ბოტანიკურ-გეოგრაფიული კვლევის შედეგები (Альбов, 1893, 1896b, 1896b; Альпер, 1960; Колаковский, 1958, 1961; Сохадзе E, 1968). სამეგრელოს თითოეულ ვერტიკალურ სარტყელში, სხვადასხვა გეოგრაფიულ ელემენტებთან ერთად მეტ-ნაკლები რაოდენობით წარმოდგენილია კოლხური ფლორის გეოგრაფიული ელემენტები: 1.შერეულ ფოთლოვანი ტყის სარტყელში - Buxus colchica, Rhamnus imeretina 2. წიფლნარ- მუქწიწვიანი ტყის სარტყელში - Abies nordmanniana, Rhododendron ponticum; ტყის სარტყელის სხვადასხვა ზონაში (მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყელი) ენდემური სახეობებით გამორჩეულია კოლხური სუბალპური მაღალბალახეულობა - Inula magnifica, Cirsium oblogifolium, Heracleum mantegazzianum, Lilium kesselringinum და ასევე მაღალბალახეულობის სხვა სახეობები, რომელთა 50% კავკასიისა და კავკასიონის საერთო ენდემი  და სუბენდემია. 3. ფართოფოთლოვანი ტყის სარტყელში- Betula megrelica, B. medwedewii  4. სუბალპურ სარტყელში- Sorbus migarica, Arctostaphylos caucasica, Rhododendron sochadzeae 5. ალპურ სარტყელში-Chymsydia agasilloides, Kemulariella colchca, Potentilla kemulariae, Astrantia colchica და მრავალი სხვა. ჩვენ მიერ შედგენილ იქნა სამეგრელოს კირქვიანი მასივის სხვადასხვა ჰაბიტატების ენდემური და სუბენდემური კალცეფიტების სია. 1.კირქვიანი კლდეები, რომელთა ფლორის უმეტესობა ხაზმოფიტები ანუ ე.წ. კლდეთა ნაპრალის მცენარეებია: Omphalodes lojkae, Campanulla dzaaku, C. fonderwisii, Seseli saxicolum, Potentilla kemulariae, Kemulariella colchica, Astrantia colchica, Umbeliccus oppositifolius და სხვა. 2. კირქვიანი ნაშალ-ღორღიანების ჰაბიტატები: Alboviodoxa elegans, Heracleum egrissicum, H.calcareum, Cyclamen colchicum, Daphne pseudosericea, Lupinaster polyphyllus, Digitalis ciliata, Scutellaria helenae და სხვა. 3. კირქვიან მდელოები- Gentiana kolakovskyi, Chysmydia agasylloides, Polylophium paniutinii , Crocus vallicola და სხვა. 4. მაღალბალახეულობა- Lilium kesselringianum, Heracleum mantegazzianum, Inula magnifica, Cirsium oblogifolium და სხვა. კალცეფიტების ზოგიერთი სახეობა (Lupinaster polyphyllus, Polylophium paniutinii, Campanula spp., Cyclamen colchicum, Astrantia colchica) ერთდროულად სახლდება ზემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა ჰაბიტატებზე (კლდეები, ნაშალები, მდელოები), რაც გამოწვეულია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მცენარეებში გამომუშავებულ ადაპტაციის უნარზე. თავისებურია კალცეფილური ფლორის სიმაღლებრივი გავრცელების ამპლიტუდა. ამას განაპირობებს შემდეგი გარემოება: მაღალმთის კარსტული რელიეფის წლიური ნალექების ჯამი საკმაოდ მაღალია და შეადგენს 1600-2100მმ-ს. აქ თოვლის საფარი კარსტებში ხანგრძლივად აკუმლირდება კარსტულ ძაბრებში და უზრუნველყოფს სხვადასხვა ჰაბიტატების მუდმივ დატიანიანებას. ამის გამო კოლხური ტიპის დენდროფლორას და საერთოდ კალცეფილურ ფლორას ჰიფსომეტრულად გავრცელების მაღალი ამპლიტუდა ახასიათებს.

წყაროები

გაგნიძე რ., შეთეკაური შ. საქართველოს ეროვნული ატლასი. მცენარეული საფარი. (რედაქტორი რ. გობეჯიშვილი), თბილისი, 2012.

ლ. მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი. 1960.

საქართველოს ფლორა. ტ. I-XV.

გაგნიძე რ. დავითაძე მ. ადგილობრივი ფლორა. ს.ს. „გამომცემლობა აჭარა“, ბათუმი, 2000.

გაგნიძე რ. საქართველოს ფლორის კონსპექტი. ნომენკლატურული ნუსხა. თბილისი, 2005.

გაგნიძე რ. ფიტოგეოგრაფია (მცენარეთა გეოგრაფია). თსუ გამომცემლობა. თბილისი, 1996.

გეგეჭკორი ა. ბიოგეოგრაფია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისის, 2008.

კეცხოველი ნ. საქართველოს მცენარეული საფარი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 1960.

კეცხოველი ნ. საქართველოს მცენარეულობის ძირითადი ტიპები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი, 1935.

მარუაშვილი ლ. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. ნაწილი მეორე. თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1970.

მონასელიძე დ. გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი, 2013.

საბაშვილი მ. საქართველოს სსრ ნიადაგები. მეცნიერება. თბილისი, 1965.

საქართველოს წითელი ნუსხა (2006).

ტატაშიძე ზ. თბილისი. წიგნში: ტატაშიძე ზ. (რედაქტორი) საქართველოს გეოგრაფია, ნაწ. I, თბილისი, 2000.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-17

როგორ უნდა ციტირება

Larisa Tirkia, & Tamar Tolordava. (2022). სამეგრელოს კირქვიანი მასივების (ოხაჩქუე, ყვირა, გაუჩა, წულიში, მიგარია, ასხი) ბოტანიკურ-გეოგრაფიული პროფილი, ეკოტოპოლოგია, ავტოქტონური კალცეფილური ფლორის მრავალფეროვნება (დასავლეთ საქართველო, სამეგრელო). კრებსი, (12-13). https://doi.org/10.52340/zssu.2022.18

გამოცემა

სექცია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი