ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის რეფორმა, როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის სწრაფად განვითარების წინაპირობა

ავტორები

  • გელა სვირავა
  • გიორგი სვირავა

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.13

საკვანძო სიტყვები:

მოსახლეობის ბუნებრივი მატება, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი, მშპ და რეგიონული მშპ, ტერიტორიული მოწყობის ახალი ხედვა, პრეფექტურა, პრეფექტურების სქემა, რეფორმის ფინანსური უზრუნველყოფა, უზრუნველყოფა, საჭირო ფინანსური რესურსის წყაროები

ანოტაცია

გაანალიზებულია მოსახლეობის ბუნებრივი მატება, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა,  აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნათესი ფართობი და მოსავალი, მრეწველობა ქვეყნისა და რეგიონების დონეზე.  განხილულია მშპ და რეგიონული მშპ-ის წილი ქვეყნის მშპ-ში, გაკეთებულია რეგიონების რანჟირება  ერთ სულ მოსახლეზე მშპ და მშპ საერთო მოცულობის მიხედვით. აღწერილია სოფლის საკრებულოების რაოდენობა.  აღნიშნულია, რომ სოფლის (თემის) და რეგიონის დონეზე თვითმმართველობის არარსებობა გარკვეულწილად არის დემოკრატიული პროცესების განვითარების  შემაფერხებელი გარემოება, სწორედ სოფლის (თემის) დამოუკიდებელი ფერმერი  თანამედროვე გარემოში შეიძლება გახდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. წარმოდგენილია, ტერიტორიული მოწყობის ახალი ხედვა, რეგიონული, მუნიციპალური, სოფლის (თემის) არჩევითი ორგანოების ოდენობა და არჩევის წესი,  პრეფექტურებისა და ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის სქემა. მოცემულია რეფორმირების შემდგომ ახალ პრეფექტურებში (სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიებში) მოსახლეობის განაწილება, მშპ მთლიანი მოცულობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. გაანგარიშებულია რეფორმის ფინანსური უზრუნველყოფა.  განხილულია რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების წყაროები და ანტიკორუფციული შემადგენელი.

წყაროები

Управление Государственной Статистики Республики Абхазия. АБХАЗИЯ В ЦИФРАХ за 2018 год . 09.07. 2020. https://ugsra.org/abkhaziya-v-tsifrakh/2018-god.php

Население Южной Осетии. 09.07. 2020. https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%AE%D0%B6%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%9E%D1%81%D0%B5%D1%82%D0%B8%D1%8F#%D0%9D%D0%B0%D1%81%D0%B5%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5

გელა სვირავა, გიორგი სვირავა, ,,ადამიანური რესურსების პერსპექტივები საქართველოში გრძელვადიან პერიოდში“, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შრომების კრებული 2019 წელი N 11, გვ. 98-114.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 7.07.2020.

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-17

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი