მედიაციის შეთანხმების ფარგლები

ავტორები

  • ნუგზარ სარია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.12

საკვანძო სიტყვები:

მედიაცია, მედიაციის პროცესი, მედიაციის შეთანხმების ფარგლები, სამართლიანობის პრინციპი, უკანონო და ამორალური შეთანხმება

ანოტაცია

მედიაციას დიდი პერსპექტივა გააჩნია დავის გადაწყვეტის გზებს შორის, ვინაიდან ის ეფუძნება მოგება-მოგების სტრატეგიას. ამავე დროს,  მედიაციის შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატულებაა და არა დავის სამართლებრივი შეფასება. მაგრამ სანამდეა დასაშვები შეთანხმების თავისუფლება? სწორედ ეს გარემოება ქმნის სირთულეებს მედიაციის შეთანხმების ფარგლებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ  მედიაციის შეთანხმების თავისუფლება ზღვარდადებული უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპით. სწორედ ეს პრინციპი იძლევა გარანტიას, რომ თავიდან ავიცილოთ უკანონო და ამორალური შეთანხმება. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ  გავითვალისწინებთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მოცემულ ნორმებს ბათილი და საცილო გარიგების შესახებ.

წყაროები

ნანა სუმბაძე, თამარ მახარაძე. ინტერპერსონალური კომუნიკაცია, მომსახურების სფერო. თბ. 2010.

გიორგი ცერცვაძე. მედიაცია, დავის გდაწყვეტის ალტერნატიული ფორმა /ზოგადი მიმოხილვა/. თბ. 2010.

ქეთრინ გრინ ბარნეთი, თაშა უილისი. მედიაცია /ტრენინგის სახელმძღვანელო/, დავის ალტერნატიული გადაწყვეტა. წელიწდეული, 2016.

ნათია ჩიტაშვილი. ადვოკატ-მედიატორის ცალკეულ ეთიკურ ვალდებულებათა თავისებურება და რეგულირების აუცილებლობა. 2017.

ნათია ჩიტაშვილი. სამართლიანი შეთანხმება როგორც მედიაციის ეთიკური ურღვევობის საფუძველი. დავის ალტერნატიული გადაწყვეტა. წელიწდეული, 2016.

სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები. თბ. 2017 წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-17

გამოცემა

სექცია

სამართალი