სვანეთი და ქრისტიანობა
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.09საკვანძო სიტყვები:
ანდრია პირველწოდებული, მაქსიმე აღმსარებელი, ცაგერელი და ცაგერი, ცაიში და ცაიშელი, ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთი, მუხური, სეტი, ქურაში, ლაბყალდაში, ხიდურას და საჯანის მონასტრებიანოტაცია
ნაშრომში - „სვანეთი და ქრისტიანობა“ სათანადო წერილობითი წყაროების შესწავლის შედეგად განხილულია ის ეტაპები, რაც გაიარა ქრისტიანობამ I საუკუნიდან შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე სვანეთში.
- მართალია, ქრისტიანობის გავრცელება სვანეთში I საუკუნეებიდან იწყება, თუმცა, სამწუხაროდ, IX-X სს-მდე ბევრს ვერაფერს ვიტყვით ვერც ქრისტიანობის როლზე სვანების ცხოვრებაში, ვერც ქართული ეკლესიის გავლენაზე სვანეთში. სხვანაირ თვალსაზრისს არავითარი საფუძველი არ გააჩნია.
- IX-X სს იქმნება ცაგერის საეპისკოპოსო ეპარქია, საფიქრებელია, რომ ლეჩხუმთან ერთად ცაგერელ ეპოსკოპოსს ექვემდებარებოდა სრულიად სვანეთი.
- სვანეთის ეკლესიის გადანაწილება ცაიშელსა და ცაგერელს შორის დაკავშირებულია პოლიტიკურ ვითარებასთან და როგორც მტკიცდება: „სვანთა საერისთავო“ („სვანნი განიყვნენ ორად“ ) XIII ს-ის ბოლოსთვის დაიყო ორად. ასე მოხდა ეკლესიასთან კავშირშიც, ზემო სვანეთის ნაწილი, მათ შორის „ბალს ქვემო“ სვანეთი ცაიშელ ეპისკოპოსს დაექვემდებარა, ხოლო დანარჩენი სვანეთი დარჩა ცაგერელის იურისდიქციაში.
- XVI–XVII საუკუნეებში, როგორც დადიანების და „იმერეთის მეფეების, ისე ცაიშელის და ცაგერელის გავლენა სვანეთზე მკვეთრად მცირდება. ეს კარგად იკითხება ქართულ დოკუმენტურ ძეგლებში. პატრიარქ მაკარიოსის ცნობით, ნახსენები მღვდელმთავრების გავლენა სვანეთზე მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო.
- ცაიშელისა და ცაგერელის პარალელურად XIV-XV სს-დან მაინც სვანეთის ეკლესიას მართავენ ქორეპისკოპოსები. საქორეპისკოპოსო სულ სამი იყო: 1. სეტი (მესტია) 2. „ქალაქოლა საყდარი“ (მოხაში, ქვ. სვანეთი} და ზედქალაქი (ღები, XVI ს-დან ღების - ხევი რაჭის შედგენილობაში გადავიდა).
- მიუხედავად იმისა, რომ დრომ ბევრი რამ გაანადგურა [მაგ. ხიდურისა და საჯანის დიდი მონასტრები, მთელ უძრავ-მოძრავი ქონებით], ისტორიის ქარტეხილს გადაურჩა სვანეთში ასზე მეტი ეკლესია და ათასზე მეტი იქ დაცული ძვირფასი ჯვარ-ხატი, ხელნაწერი წიგნი და სხვა, რომელიც დღეს სვანეთის ე. ი. მთლიანად საქართველოს ძვირფას საგანძურს წარმოადგენს.
წყაროები
გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვეთი I, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1941
გეორგიკა...ტ. VII ...თბ., 1967
გეორგიკა...ტ. IV , ნაკვეთი II ...თბ.,1952
დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, თბ., 1980
დ. ბერძენიშვილი, ი. ბანძელაძე, მ. სურამელაშვილი, ლ. ჭურღულია, ლეჩხუმი, თბ., 1983
ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის ძეგლები ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973
პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვეთი II, ტექსტები, თბ., 1941
სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგავამ, თბ., 1988
ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959
ავთ. თორდია, დადიანები, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ნაკვეთი I, თბ., 2019
მ. ახალაშვილი, X-XV სს. წარწერები, სვანური ჭედური ხელოვნების ძეგლებზე, თბ., 1987
ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, III, XV ს-ის II ნახევარი, შეადგინეს: თ. ენიქიძემ, დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ. თბ., 2014
ავთ. თორდია, იმერეთის მეფე გიორგი II, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, შრომების კრებული N 11, თბ., 2019
ქართული სამართლის ძეგლები (ქსძ), II, ის. დოლიძის რედაქციით თბ., 1965
ქსძ, III, …თბ.,1970
არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, იტალიურიდან თარგმნა ა. ჭყონიამ, თბ., 1938.
П. Жузе, Грузия в XVII столетий по изображению Патриарха Макария, казан, 1905
ეგნ. გაბლიანი, ძველი და ახალი სვანეთი, თბ.,1925
ა. რობაქიძე, რ. ხარაძე,, სვანეთის სოფელი ძველად, თბ., 1965
Д. Бакрадзе, Сванетия, ЗКОИРГО, КН. IV, Тифлис, 1864
ე. თაყაიშვილის, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმი-სვანეთში 1910 წ-ს, პარიზი, 1937
Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искуство, Тб., 1959
Ш. Амиранашвили, История Грузинской монументальной живописи, Т. I , Тбилиси 1957
Н. А. Аладашвили, Г.Б. Алибегашвили, А.И. Вольская, живописная школа Сванетии, Тбилиси, 1983
სვანეთის წერილობითი ძეგლები, II, ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტი...თბ.,1988
ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, II, დასავლეთ საქართველო, IX-XIII სს., შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, თბ.,1980



