ეპიდემიათა ისტორიის საკითხის შესწავლისათვის გვიანფეოდალური ხანის საქართველოში

ავტორები

  • ზაალ ქორთუა

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.08

საკვანძო სიტყვები:

დასავლეთ საქართველო, დაავადებები, ინფექციები, რუსეთის იმპერია

ანოტაცია

წარმოდგენილი სამეცნიერო პუბლიკაცია შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა დაავადებათა შესწავლის ისტორია  დასავლეთ საქართველოს მაგალითზე   გვიანფეოდალურ პერიოდში. სხვადასხვა ისტორიული წყაროების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ავტორი გამოყოფს აქ გავრცელებულ ძირითად დაავადებებს, რომლებიც მეტად ცუდ გავლენას ახდენდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ზოგადად დიდად უშლიდა ხელს საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. ავადმყოფობების განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადგილობრივ კლიმატურ პირობებს, როგორც  სხვადასხვა დაავადებათა საფუძველს. ისტორიული წყაროების მიხედვით, დასავლეთ საქართველოში ჯანდაცვის საერთო მდგომარეობა ფრიად არადამაკმაყოფილებელი ყოფილა, რაც ექიმებისა და სამკურნალო საშუალებების დეფიციტით იყო გამოწვეული. როგორც ისტორიული მასალებიდან ირკვევა, ადგილობრივ მკურნალთა ნაკლებობის გამო აქ მოღვაწეობდნენ უცხოელი ექიმები, აღსანიშნავია კათოლიკე მისიონერთა ნაყოფიერი საქმიანობა, რომლებიც სამკურნალო საქმეში დიდად გაწაფული იყვნენ. ისტორიული წყაროები არ იძლევიან ცნობებს ამა თუ იმ ავადმყოფობების გავრცელების არეალისა და  გარდაცვლილთა სრული რაოდენობის შესახებ, თუმცა ცნობების საფუძველზე და ამა თუ იმ ავადმყოფობათა ბუნების გათვალისწინებით ავტორი აკეთებს დასკვნას, რომ  გადამდები ინფექციური დაავადების შესაძლო გავრცელებას მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამოწვევა შეეძლო. XX ს. მეორე ნახევრიდან სანაპიროს ჭაობიანი ზოლის დაშრობის შემდეგ ფაქტიურად მოისპო ნაშრომში აღნიშნული დაავადებების კერები შავიზღვისპირეთის საქართველოს ტერიტორიაზე.

წყაროები

აბდალაძე 2014 : ლალი (ბარბარე) აბდალაძე, სასულიერო განათლება და პედაგოგიკური აზროვნება XIX საუკუნის გურია–სამეგრელოს ეპარქიაში; დისერტაცია განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად; ქუთაისი 2014 ლ

ავიტაბილე 1977: დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე (XVII ს.) თბ. 1977

აიხვალდი 2005: ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ. 2005

ჭილაია 2018 : პოლკოვნიკ ი. ა. ბარტოლომეის მოგზაურობა თავისუფალ სვანეთში 1853 წ. რუსულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო კონსტანტინე ჭილაიამ. თბ. 2018

გამბა 1987: ჟაკ ფრანსუა გამბა, მოგზაურობა ამიერკავკასიაში, ფრანგულიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ. 1987

გიულდენშტედტი 1962 : გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში ტ. I გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, თბ.1962

დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ; ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ჯუმბერ ოდიშელმა, თბ. 1985

მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, თბ.2002, გვ.140; გერმანული ტექსტი თარგმნა, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ. 2002

თამარაშვილი 1902: მიხ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ნამდვილის საბუთების შემოტანით და განმარტებით XIII საუკუნიდან ვიდრე XX საუკუნემდე, თბ. 1902

კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ; გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლონდა მამაცაშვილმა; თბ.1981

ლამბერტი 1990: არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თბ. 1990

Majorana 1990 : Bernadette Majorana, La gloriosa Impresa, Palermo 1990

მეუნარგია 2002: იონა მეუნარგია, დავით დადიანი და მისი დრო, თბ. 2002

გიორგი სოსიაშვილი, საქართველოში ეპიდემიების გავრცელების ისტორიიდან, თბ. 2020

ქორთუა 2012: ზ. ქორთუა, ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან. ოდიშის სამთავრო XVII ს. I ნახევარში, თბ. 2012

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-17

გამოცემა

სექცია

ჰუმანიტარული მეცნიერებანი