წიგნი მარადმედინ დროში (ზოგიერთი რამ როსტომ ჩხეიძის ,,ბურჯი ეროვნებისას“ შესახებ)

ავტორები

  • ნესტან ფიფია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.06

საკვანძო სიტყვები:

,,დედაენა“, განათლება, იაკობ გოგებაშვილი, სწავლება, რომანი

ანოტაცია

როსტომ  ჩხეიძის  რომანი  ,,ბურჯი  ეროვნებისა“   (იაკობ  გოგებაშვილის  ცხოვრების  ქრონიკები)  ასახავს არა მხოლოდ  იაკობ  გოგებაშვილის ღვაწლს,  არამედ   XIX  საუკუნის  60-იანელების  მოღვაწეობის  სტრატეგიას,  მიზანს.  ჩვენ  ყურადღება გავამახვილეთ  მწერლის მიერ  შემოქმედებითი  მიგნებით   გადმოცემულ  მხატვრულ-დოკუმენტურ  მთლიანობაზე. ხაზს  ვუსვამთ, რომ იაკობი  და მისი თანამოაზრეები  იყვნენ  ბუნებით  მებრძოლები, რეფორმატორები,  ჰუმანისტები.  ბიოგრაფიულ  რომანში   ერთ  წინადადებაშია  ჩატეული  იაკობ გოგებაშვილის  მიერ არჩეული  გზა:  ,,ევროპას გაჰყურებს,  მასთან  შეთანასწორება ეოცნებება,  მაგრამ  ვერაფრის დიდებით  წარმოუდგენია,  რომ  მექანიკურად  გადმონერგოს იქაური  მონაპოვარი“  (რ.   ჩხეიძე).სტატიაში განხილულია ქრონოტოპული  მთლიანობა ბიოგრაფიულ რომანში;  იაკობ  გოგებაშვილის  ურყევი  პრინციპულობა  განათლებისათვის  ბრძოლაში;   ფაქტი,  რამდენად  ჰარმონიულ  მთლიანობაში  ხედავდა იგი  მშობლიურის  საფუძველზე დაშენებულ  უცხოურ  განათლებას.  მსჯელობის საფუძველზე  მიღებულია დასკვნა, რომ  ბიოგრაფიულ  რომანში  ,,ბურჯი  ეროვნებისა“  ლაკონიურად  არის აგებული  ეპოქის  სურათხატი.

წყაროები

მიხეილ ჯავახიშვილი, უბის წიგნაკიდან 1924 -1935 წლები. თბილისი, 2005.

ჩხეიძე 2007: როსტომ ჩხეიძე, ბურჯი ეროვნებისა (იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ქრონიკები. თბილისი 2007.

ლიტერატურის თეორია. XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები (მიხაილ ბახტინის თეორიული კონცეფცია. დიალოგური კრიტიკა. (ირმა რატიანი). თბილისი 2008.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-17

გამოცემა

სექცია

ჰუმანიტარული მეცნიერებანი