"ასი უძველესი იაპონური ლექსი" (იაპონურიდან თარგმნა ირმა რატიანმა, გამომც. ინტელექტი, 2019 წ.)
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2022.04საკვანძო სიტყვები:
კანონიკური ტანკა, ირმა რატიანი, გადმოთარგმნა ადაპტირებული ტრადიციით, თარგმნა კანონიკური წესების დაცვითანოტაცია
კვლევის მიზანია, იაპონური ტანკების ახალი თარგმანები, შესრულებული ირმა რატიანის მიერ, გაანალიზდეს ძველი თარგმანების ფონზე. გამოყენებულია შედარების მეთოდი. ახალი თარგმანები შედარებულია ძველთან, ხოლო კანონიკური ტანკას ნიშნები - ახალი თარგმანის ფორმასთან.მთარგმნელებს ქართულ ენაზე ტანკა გადმოაქვთ ჩვენს ტრადიციაში არსებული საზომების გათვალისწინებით. თარგმანებს შორის საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს ირმა რატიანის თარგმანი, რადგანაც იგი შესრულებულია უშუალოდ იაპონური ენიდან და თან ახლავს კომენტარები ავტორისა და ლექსის შესახებ.მაგრამ ფაქტია, რომ ტანკა ისევ გვამყოფებს ახალი გამოწვევების წინაშე. რაკი ქართულ ენაზე არსებობს ქართველი პოეტების კანონიკური ტანკები, ე.ი. შეიძლება ფიქრი, რომ თარგმანშიც შენარჩუნდეს კანონიკური ფორმა ან მთარგმნელი მაქსიმალურად მიუახლოვდეს მას.
წყაროები
ბარბაქაძე 2018 : ბარბაქაძე თ., (პროექტის ხელმძღვანელი), ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში, ნაწილი I და II, ლიტინსტიტუტი, თბ., 2018 წ.
ებრალიძე 2010 : ებრალიძე ლ., პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში, სადისერტაციო ნაშრომი, თსუ, 2010 წ.
http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi/lela_ebralidze.pdf
რატიანი 2019 : რატიანი ირმა, ასი უძველესი იაპონური ლექსი, გამომც. ინტელექტი, თბ., 2019 წ.;
ლებანიძე 1969 : მ. ლებანიძე, იაპონური პოეზია, მნათობი, 1969 წ., #12, გვ.33-39;
ლორთქიფანიძე 1969 : კ. ლორთქიფანიძე, ისიკავა ტაკუბოკუ, 64 ტანკა, ხომლი, 1969 წ., გვ. 180-197)
კოჯიმა 2019 : იასუჰირო კოჯიმა, წიგნში: ასი უძველესი იაპონური ლექსი, გამომც. ინტელექტი, თბ., 2019 წ., გვ. 101.
ჭავჭავაძე 2009 : ჭავჭავაძე ი., ლიტერატურისა და კრიტიკის შესახებ, წიგნში: ლიტერატურის თეორია, ქრესტომატია, ნაწ. I, ლიტინსტიტუტი, თბ., 2009 წ.
ჭილაია 1984 : ჭილაია ანდრო, ჭილაია რამაზ, ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები, თსუ გამომც., 1984 წ.



