ხალხური ყოფა-ცხოვრების ნიმუშები არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანში“

ავტორები

  • ბელა მოსია

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.03

საკვანძო სიტყვები:

ზნეობა, ჩვევები, ადათ-წესები

ანოტაცია

არჩილ მეფის მიერ შექმნილი დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ნაწარმოები „საქართველოს ზნეობანი“ ჩვენი დაინტერესების საგნად ფოლკლორული მიზნით შესწავლის თვალსაზრისით იქცა. არჩილ მეფის შემოქმედება „მართლის თქმის“ პრინციპებისა და ბიბლიური მოტივების თვალსაზრისით არა ერთხელ ყოფილა განსჯის თემა. ჩვენი დაკვირვების თემად ეს ნაწარმოები სწორედ იმ მიზეზით იქცა, რომ მსგავსი ტიპის ნაწარმოები ვერ მოწყდებოდა ყოფისა და ცხოვრების დეტალების აღწერას, რომელშიც ყველაზე მძლავრად იგრძნობა ხალხური მოტივები, რომლებსაც ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა ტექსტში. არ დაგვავიწყდეს, რომ არჩილი არ არის მხოლოდ შემოქმედი „საქართველოს ზნეობანისა“, ის მეფეა და ამ ზნეობის ჩამოყალიბების საქმეში ერთ-ერთ უდიდესი აქტორია ლიტერატურული, კულტურული თუ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების საჯაროდ განხილვა მეფემ მიზნად დაისახა და ნაწარმოებში არა ერთი ყოფა-ცხოვრებითი, ტრადიციად ქცეული დეტალია განხილული. ვეცდებით დაკვირვების, ფოლკლორულ მასალებთან შედარება-შეჯერების საფუძველზე განვიხილოთ ნაწარმოები. კვლევა საინტერესოდ წარმოაჩენს არა მხოლოდ მეფე-პოეტის ოსტატობასა და ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებას, არამედ ასახავს ქართული ყოფა-ცხოვრების, რაინდობის, ასპარეზობისა და ზნეობის, მკითხაობის, ზღაპრობის, შრომის საქმიანობის, გართობის, აკრობატობის ტრადიციულ ასპექტებს, რომლებიც მეფე-პოეტის მიერ საზოგადოებრივ, კულტურულ და ზნეობრივ საკითხთა ნაწილადაა წარმოდგენილი.. 

წყაროები

გვარამაძე 2014 : სოფიკო გვარამაძე, არჩილ მეფის შემოქმედების მხატვრული სამყარო, სადოქტორო ნაშრომი შესრულებულია ფილოლოგიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2014.

თოფჩიშვილი 2013 : როლანდ თოფჩიშვილი, ეთნოლოგიური მეცნიერების შესავალი, თბილისი 2013

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-17

გამოცემა

სექცია

ჰუმანიტარული მეცნიერებანი