დიდგორის ალეგორია, ალუზია და პარადიგმა ,,ვეფხისტყაოსანში“ (ზვიად გამსახურდიას ,,ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2021.26ანოტაცია
რუსთველის პოემის დაწერის დრო, მართალია, დღემდე კამათის საგანია, თუმცა საბოლოოდ მაინც დადასტურებულია, რომ ტექსტი დაიწერა არა უადრეს თამარის გამეფებისა და დავით სოსლანთან დაქორწინებისა და არა უგვიანეს მე-13 საუკუნის პირველი მეოთხედისა. შესაბამისად, ეს 30-წლიანი ან 40-წლიანი პერიოდი საუკუნეების გადმოსახედიდან უკვე ბევრი ისტორიული, ფაქტობრივი და, ამასთანავე, ლიტერატურული საკითხის დაზუსტების საშუალებას გვაძლევს. ,,ვეფხისტყაოსნის“ ალეგორიულად წაკითხვას საფუძველი ჩაუყარეს ვახტანგ მეექვსემ, დავით გურამიშვილმა, ილია ჭავჭავაძემ და შემდეგ ეს რუსთველოლოგიური მეთოდი ამ დარგში საკმაოდ მყარად დაინერგა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2021-08-25
როგორ უნდა ციტირება
Tinatin Biganishvili. (2021). დიდგორის ალეგორია, ალუზია და პარადიგმა ,,ვეფხისტყაოსანში“ (ზვიად გამსახურდიას ,,ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველების მიხედვით). კრებსი, (11). https://doi.org/10.52340/zssu.2021.26
გამოცემა
სექცია
ზვიად გამსახურდია 80



