ადამიანური რესურსების პერსპექტივები საქართველოში გრძელვადიან პერიოდში
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2021.20საკვანძო სიტყვები:
ადამიანური რესურსები, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის რაოდენობის გაანგარიშების მეთოდოლოგია, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი, მიგრაციული სალდო, მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობა, ადამიანური რესურსების (სამუშაო ძალა) პროგნოზი, საქართველოს მოსახლეობის პროგნოზიანოტაცია
გაანალიზებულია საქართველოს მოსახლეობის ცვლილებები ქვეყნის და ცალკეული რეგიონების მიხედვით; შემუშავებულია ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის გაანგარიშების მეთოდოლოგია, გაანალიზებულია საქართველოს მოქალაქეობის მიმღები და ბინადრობის ნებართვის მქონე პირების რაოდენობრივი მდგომარეობა ქვეყნების მიხედვით; ბუნებრივი მატება და ბუნებრივი მატების კოეფიციენტი ქვეყნისა და რეგიონების დონეზეა შესწავლილი. კვლევის საფუძველზე გაკეთებულია საქართველოს მოსახლეობის და ადამიანური რესურსების (სამუშაო ძალის) რაოდენობრივი პროგნოზი 2025-2100 წლისთვის. ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ ადამიანური რესურსების გადინების, შემცირებისა და მოსახლეობის ბუნებრივი მატების გაზრდისათვის აუცილებელია მთლიანად გადაიხედოს ეკონომიკური პოლიტიკა და მასთან ერთად მოხდეს განათლების სისტემის რეფორმირება იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ტექნოლოგიაშემქმნელი სპეციალიზაციების განვითარებას და კვლევების ხარჯების ზრდას მშპ მინიმუმ 1,5 პროცენტის ფარგლებში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია რეგიონებში მოხდეს მსხვილი პროექტების განხორციელება, მაგალითად, როგორიცაა ,,ანაკლიის პორტი“. ასეთი პროექტების არგანხორციელების შემთხვევაში კონკრეტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობა უახლოეს 45 წლის განმავლობაში შემცირდება 50 პროცენტით. მსგავსი მდგომარეობაა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
წყაროები
სვირავა გ, ბეჭვაია ც., ,,თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციების დანერგვის დონე სხვადასხვა ქვეყნებსა და საქართველოში“, ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი. განვითარება და ინოვაციები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 25.10.2017. ,,ემ ჯი ემ“, 2017. გვ.36-48.
Школьная статистика Абхазии. 16.03.2016 1.07.2019.
https://sputnik-abkhazia.ru/infographics/20160316/1017530670.html
,, Южная Осетия Сегодня“. 1.07.2019.
http://south-ossetia.info/respublika-yuzhnaya-osetiya-segodnya/obrazovanie/
Национальный состав (чел.) Южной Осетии в 1926—2015 годах, 1.07.2019. https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%AE%D0%B6%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%9E%D1%81%D0%B5%D1%82%D0%B8%D1%8F
Этнический состав населения Грузии по данным всеобщих переписей. 2.06.2019.
http://www.demoscope.ru/weekly/2017/0723/comments/comm3.html
Динамика национального состава Абхазии. 2.06.2019.
მარსაგაშვილი შ., გაზეთი, ,,ახალი თაობა“, ,,სომხები აფხაზეთიდან აფხაზების განდევნას აპირებენ. 30. 07. 2019.
http://info7.ge/archives/22639?fbclid=IwAR3_UlHz3_jJpAXDEUzsCR_gVd7kthesRkAQ-rNPKW9R_ra1xhkRWNjHwjA
Армянские палачи готовят массовое заселение, 2.05.2019.
https://ru.axar.az/news/vmire/38421.html
Геращенко В, Армянская экспансия в Абхазии: как стать большинством на чужой землею, 2.05.2019.
Управление Государственной Статистики Республики Абхазия. АБХАЗИЯ В ЦИФРАХ
за 2016 год. 2.05.2019.
http://ugsra.org/abkhaziya-v-tsifrakh/2016-god.php
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2.05.2019.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia
UNITED NATIONS. DESA / POPULATION DIVISION. World Population Prospects 2019. 2.05.2019.



