დროის “მექანიზაცია“ და თომას კარლაილი
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2021.19საკვანძო სიტყვები:
თომას კარლაილის ესეები, „დროის ნიშნები“, „მექანიზაციის“ პრობლემა, ჟურნალი „ედინბურგის რევიუ“ანოტაცია
ინგლისელი ისტორიკოსის, პუბლიცისტისა და ფილოსოფოსის თომას კარლაილის (1795-1881) კალამს ეკუთვნის არაერთი პირველხარისხოვანი ნაწარმოები, მაგრამ მკვლევრები უპირველესად ასახელებენ კრიტიკულ ესეებს და მათ შორის „დროის ნიშნებს“, რომელშიც მწერალი ცდილობს მკითხველში გამოიწვიოს საზოგადოებრივი აქტივობა. იგი აღწერს ვიქტორიანულ ეპოქას, აცოცხლებს წარსულის ინტელექტუალურ გმირებს, უპირისპირდება აწმყოში არსებულ მექანიზაციას, მოჰყავს უფრო მეტი არგუმენტები სრული აღწერილობისათვის, რათა მკითხველთან დაამყაროს კავშირი და უფრო ადვილად გასაგები გახადოს „მექანიკის“ მნიშვნელობა, ანუ ხაზი გაუსვას იმდროინდელი საზოგადოების მექანიკურ ბუნებას, ვინაიდან სწორედ ასეთი „მექანიზმები“ ხდება თითოეული ადამიანის მიზანი. ესე დაიბეჭდა 1829 წელს ჟურნალ „ედინბურგის რევიუში“ და უნდა ყოფილიყო სამი წიგნის რეცენზია, მგრამ გასცდა კონკრეტულ მიზანს და წარმოადგინა, თუ როგორ კნინდება გადაგვარებული საზოგადოების თვალში ის, რაც ფასეულია და ემოციური.
წყაროები
ესეები, 1989: ესეები, თბილისი.
ვებსტერი: ვებსტერის ინტერნეტ ენციკლოპედია, ინგლისელი მწერლები., en.wikipedia.org/wiki/thomas-carlyle
ვებსტერი: ვებსტერის ინტერნეტ ენციკლოპედია, ვიქტორიანული ეპოქის მწერლები, www.victorianweb.org
საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორია 1985: ინგლისური ლიტერატურა, თბ.
საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორია 1979: ინგლისური ლიტერატურა, მოს., (რუს. ენაზე)



