იმერეთის მეფე გიორგი II (გენეალოგიური და ქრონოლოგიური ძიებანი)
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2021.17საკვანძო სიტყვები:
გიორგი II, თამარ დედოფალი, იჯუ შერმაზანი, აწყვერის ღვთისმშობლის ხატი, ლუარსაბ II, ჯავახ ჭილაძე, ხოსროსოული, მამია დადიანი, რუსუდან დედოფალი, მუსადია, მაია და ბაგრატ უფლისწულები, ლევან მეფეანოტაცია
ნაშრომში განხილულია და მოკვლეულია გიორგი II -ის მეფობის პერიოდის, არამხოლოდ იმერეთის, არამედ ოდიშის, გურიის, სამცხე-საათაბაგოს ისტორიის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ისტორიოგრაფიაში დღემდე დამკვიდრებულ არაერთ თვალსაზრისს. სათანადო წერილობით წყაროთა მიმოხილვის შედეგად დავადგინეთ, რომ გიორგი II -ის გამეფების, შესაბამისად, ბაგრატ III -ის გარდაცვალების დრო [1565 წ.], რომელიც ეკუთვნის ივ. ჯავახიშვილს და გაზიარებულია ჩვენს ისტორიოგრაფიაში, არასწორია. სწორია [ერთი ან ორი წლის ცდომილებით -1549 ან 1550 წ.წ.] ვახუშტის თარიღი 1548 წ. ჩვენი გამოკვლევით გიორგი II -ის პირველი თანამეცხედრეა [და არა მეორე] თამარი, შერმაზან დიასამიძის ასული, ხოლო გამომდინარე აქედან, მეორე - რუსუდან შარვაშიძე, რომელიც მკვლევართა მიერ პირველ მეუღლედ არის მიჩნეული. დავადგინეთ, რომ გიორგი II -ის „უხვედრო“ ქორწინება თამარ დიასამიძესთან [1535 წ.] შედეგია იმ მტრული ურთიერთობისა, რასაც ადგილი ჰქონდა სამცხე-საათაბაგოსა [ნავ-ყვარყვარე III, ქაიხოსრო II] და იმერეთის სამეფოს [ბაგრატ III , გიორგი II ] ხელისუფალთა შორის XVI ს-ის 30-იან 50-იან წლებში, როცა ქაიხოსრო II ჯაყელთან დაპირისპირებულ ფეოდალებს მეთავეობდა შერმაზან დიასამიძე. ასევე გარკვეულია, რომ თამარ დედოფლის შემონაზვნება [1561] და ტახტის მემკვიდრის მამიას „გაუჩინარება“ სამეფო კარიდან კავშირშია გიორგი II -ისა და ქაიხოსრო II-ის დაზავებასთან 1562 წ.ს. აგრეთვე დაზუსტებულია და დადგენილი არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მოხდა დასავლეთ საქართველოში XVI ს-ის მთელ სიგრძეზე, მათ შორის გიორგი II -ის ოჯახის ტრაგიკული დასასრული.
წყაროები
ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუჩიშვილის მიერ, თბ., 1973.
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973.
ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუჩიშვილის მიერ, თბ.,1959.
ჟორდანია თ., ქრონიკები, წიგნი II, ტფ.1897.
ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1967.
კაკაბაძე ს., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I, ტფ., 1921.
სანებლიძე ო., ისტორიულ პირთა გამოსახულებები XVI-XVII სს. ქართულ ოქრომჭედლობაში, საქ.სსრ მეცნ. აკად. საზ. მეცნ. განყოფილების „მოამბე“, 3, 1962.
Горгиджанидзе Парсадан, История Грузии, Перевод П.К. Кикнадзе и В. С. Путуридзе Tб., 1990.
ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანით და შესავლით, გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო რ. კიკნაძემ, თბ., 1966.
ისკანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანით და შესავლით, გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო დ. კაციტაძემ, თბ., 1969.
თურქული წყაროები XVI ს-ის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ, თბ., 1983.
თისლისა და ხახულის ხელნაწერების მინაწერები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებელი დაურთო დ. კლდიაშვილმა. თბ., 1986.
მეტრეველი ელ., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბ., 1962.
შარაშიძე ქ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები ( XV-XVII სს) თბ., 1961.
საყვარელიძე თ., XIV –XIX სს ქართული ოქრომჭედლობა, ნაკვეთი I, XIV-XVI სს., თბ., 1987.
თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, ენ, 2, თბ., 1991
გელათი, არქიტექტურა, მოზაიკა, ფრესკები, ფოტოალბომი., თბ., 1982.
სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI-XVII სს, თბ., 1971.
იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თურქული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ს. ჯიქიამ, თბ., 1964.
Don Juan of Persia, Relaciones, trad, of espanol, London, 1926.
Broset M., Histore de la Georgie depuis I, antiquite jusqua XIX siècle, II partie. Tre livraison, edition, IX, S.P.B., 1856.
ქართული სამართლის ძეგლები, II, X-XIX სს., ტექსტები გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ის. დოლიძემ, თბ., 1965.
ტუღუში აბ., სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ზუგდიდი, 1999.
პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, I, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა. მ. სურგულაძემ, მ. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა, თბ., 1991.
ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა [1466-1770], წიგნი I , ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა და საძიებელი დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1958.
ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიიდან ( სათავადოები), II, თბ., 1981.
თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წიგნი, II, ტფ., 1914 .



