ადიგენისტოპონიმთა სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი საველე ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.21საკვანძო სიტყვები:
ტოპონიმიკა, საველე ექსპედიცია, სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი, კულტურული მეხსიერებაანოტაცია
ტოპონიმიკა ენათმეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ტერიტორიული სახელწოდებების წარმოშობას, სტრუქტურას, ლექსიკურ და კულტურულ-ისტორიულ თავისებურებებს სწავლობს. ტოპონიმთა შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის კუთხით, არამედ რეგიონის სოციალურ-ისტორიული და გეოგრაფიული თავისებურებების აღსადგენადაც.
წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2024 წელს ჩატარებული სტუდენტური ეთნოგრაფიული ექსპედიციის შედეგად მოპოვებული საველე მასალა. ანალიზში განხილულია გეოგრაფიული და დასახლებული ობიექტების (მთები, ხევები, წყაროები, უბნები, ყანები და სხვ.) სახელწოდებები.
ნაშრომი მიზნად ისახავს ადიგენის ტოპონიმთა ლექსიკური, სტრუქტურულ-სემანტიკური, ეტიმოლოგიური და კულტურულ-ტრადიციული ასპექტების შესწავლას, რათა გამოიკვეთოს მათი ენობრივი თავისებურებები და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა.
გამოყენებულია საველე მასალის დოკუმენტირება, რესპონდენტებთან ინტერვიუები და ტოპონიმური, ტერმინოლოგიური და დიალექტური ლექსიკონების ანალიზი. კვლევაში გამოყენებულია კომპარატიული მეთოდი, რაც შესაძლებელს ხდის სახელწოდებების ენობრივი წარმომავლობისა და სემანტიკური შრეების იდენტიფიკაციას.
ტოპონიმები დაყოფილია სტრუქტურულ ტიპებად: მარტივი, კომპოზიტური, აფიქსური და მსაზღვრელ-საზღვრულიანი სახელები. მათ შორის მრავალი ასახავს ადგილობრივ გეოგრაფიულ პირობებს, სოციალურ ურთიერთობებს, ისტორიულ მეხსიერებასა და სამეურნეო პრაქტიკას.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ადიგენის ტოპონიმები წარმოადგენენ დინამიკურ და შინაარსობრივად მრავალშრიან ლექსიკურ ერთეულებს, რომელთა მეცნიერული შესწავლა მნიშვნელოვანია ენობრივი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მომავალი კვლევებისთვის საიმედო საფუძვლის შესაქმნელად.
წყაროები
კიკნაძე, ზ., მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის, 2003.
ზედგინიძე, გ., ჯავახური ლექსიკონი, თბ. 2014.
ქაჯაია, ო., მეგრულ-ქართული ლექსიკონი, თბ.2001.
ორბელიანი, სულხან-საბა სიტყვის კონა, თბ. 1991.
ლიფონავა, კ., გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. 2002.
გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი სარედაქციო კოლეგია: ზურაბ აბაშიძე (კოლეგიის თავმჯდომარე), შუქია აფრიდონიძე, ნანა ბოლაშვილი, რამინ გობეჯიშვილი, ც. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, ა. საყვარელიძე, პ. ცხადაია. 2009.
ღლონტი, ალ., ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, თბ.1974.
ბედოშვილი, გ., ქართულ ტოპონიმთა განმარტებითი ლექსიკონი, თბ.
რესპონდენტების ინტერვიუები (ადიგენის მოსახლეობა)2002.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/
https://www.ena.ge/explanatory-online
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=33&t=dict&w1=%E1%83%92&w2=%E1%83%9D&w3=%E1%83%A4



