ქართველური ენობრივი სისტემა პროფესორ რევაზ შეროზიას ნაშრომებში

ავტორები

  • შორენა ლომაია დუზჯეს უნივერსიტეტი (თურქეთი)

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.20

ანოტაცია

პროფესორი რევაზ შეროზია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ბიოგრაფია  მეცნიერული და ადამიანური კეთილსინდისიერების უზადო  მაგალითია ჩვენთვის და იქნება მომავალი თაობებისთვისაც.  მისი  ნაშრომების წაკითხვა-გააზრება-გაანალიზება ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის (და არამარტო) მათი სწორი ორიენტირების მიმცემი და  დამკვალიანებელი იქნება.

პროფ. რევაზ შეროზია, როგორც  მასწავლებელი და მერე როგორც კოლეგა, ჩვენთვის იყო  პროფესიული ფუფუნების, აკადემიზმის, ინტელექტუალიზმის ზენიტში მყოფობა. როგორიც იყო ურთიერთობებში, ასეთივე სიმაღლის არის მისი ნაფიქრ-ნააზრევი სამეცნიერო ნაშრომებში.

რევაზ შეროზიას კვლევები მრავალფეროვანია. ამჟამად გამოვყავით ქართული (ქართველური) ენობრივი პოლიტიკის  საკითხები, რაც  იმთავითვე გულისხმობს  ქართული (ქართველური) ენობრივის სისტემის თემაზე  მსჯელობასაც. არ არსებობს პროფ. რევაზ შეროზიას სამეცნიერო ნაშრომი, იქნება ეს ქართველური ენის სტრუქტურის საკითხები, ეტიმოლოგიური დაკვირვებანი, თუ ეროვნული ქართველოლოგიის სხვა რიგი პრობლემები, სადაც მეცნიერი ხაზს არ უსვამდეს იმას, რომ თანამედროვე ქართველურ ენათმეცნიერებაში ,,ქართველური ენობრივი სივრცე ერთიანია და ის არ იყოფა რამდენიმე ენად!“

,,ქართველი ერი ქართველურმა ენობრივმა სისტემამ ჩამოაყალიბა. ქართველური საეკლესიო-სალიტერატურო და სახელმწიფო ენა ტაო-კლარჯებმა, თუშებმა, მეგრელ-ლაზებმა, ხევსურებმა, მესხებმა, სვანებმა, კახ-ინგილოებმა შექმნეს. ამ ენაზე დაიწერა მოწამეთა წიგნები, საისტორიო ქრონიკები, ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,ბაზალეთის ტბა“. დღესაც ქართველი ერი ქართველური ენით აღწერს სამყაროს, ამ ენით ხედავს, ქმნის და გრძნობს. საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრნი ამ ენის ნაირსახეობებით უზიარებენ ერთმანეთს სიხარულსა და სატკივარს, ნაფიქრსა და ნანახ გაგონილს!

ქართველური ენის სიმძლავრე ერთობასა და ნაირფეროვნებაშია!“

პროფ. რევაზ შეროზიას მრავალმხრივ საინტერესო მეცნიერული პატიოსნებით გამსჭვალულ ნაშრომებში წარმოდგენილი ენობრივი სისტემის თუ ენობრივი პოლიტიკის არაერთი პრობლემური საკითხია დასმული, რომლის გადაჭრა საშური საქმეა. ამიტომაც ჩვენი უფროსი მასწავლებლის და გამორჩეული მკვლევრის სამეცნიერო მემკვიდრეობის პათოსს უნდა იცნობდეს მომავალი თაობა.

ავტორის ბიოგრაფია

შორენა ლომაია, დუზჯეს უნივერსიტეტი (თურქეთი)

დუზჯეს უნივერსიტეტი (თურქეთი). კავკასიური ენებისა და კულტურის განყოფილება, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

წყაროები

კ. გამსახურდია და ქართველური ენობრივი სამყარო, ქართველური მემკვიდრეობა, XII, 2008.

,,ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკიდან I, კრ. ლინგვისტური ქართველოლოგიისა და აფხაზოლოგიის პრობლემები, I, 2009.

,,ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკიდან II, კრ. ლინგვისტური ქართველოლოგიისა და აფხაზოლოგიის პრობლემები, I, 2009.

,,ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ და საქართველო 2010 (ტ.ფუტკარაძესთან და ე. დადიანთან თანაავტორობით).

ჩიქობავა 1939: ჩიქობავა არნოლდ, პროფ. იოსებ ყიფშიძე და ჭანურის გრამატიკული შესწავლა, ,,ჭანური ტექსტები“, თბილისი, 1939.

არნ. ჩიქობავა, ქართველური ენები, მათი ისტორიული შედგენილობა და დამახასიათებელი ძველი ნიშან–თვისებები, იკე II.

„ქართველურ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონი“: ფეინრიხი-სარჯველაძე ,,ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი. 2000.

„ჭანურის გრამატიკული ანალიზი“, „შედარებითი ლექსიკონი“ - „ჭანურის გრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ“ (1936).

გივი მაჭავარიანი -„საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა“, თბილისი, 1965.

ნიკო მარი, გრამატიკა ჭანური (ლაზური) ენისა. თბილისი 1910.

ი. ყიფშიძე, რჩეული თხზულებანი (მეგრული ენის გრამატიკა), თბილისი, 1994.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-01-17

გამოცემა

სექცია

ჰუმანიტარული მეცნიერებები