ევროპული მასკარონები და დადიანების სასახლე
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.17საკვანძო სიტყვები:
დადიანების სასახლე, მასკარონები, ევროპული ავეჯი, სეკრეტერებიანოტაცია
ნაშრომი მიზნად ისახავს მასკარონების – არქიტექტურული და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტის – კვლევას დადიანების სასახლის ავეჯისა და ინტერიერის კონტექსტში. კვლევის ამოცანაა გამოიკვეთოს, როგორ ასახავს ეს დეკორატიული ფორმა სხვადასხვა ეპოქის ესთეტიკასა და სიმბოლურ მნიშვნელობებს, და რა დატვირთვა აქვს მას საქართველოს კულტურულ სივრცეში, კონკრეტულად, სამეგრელოს სამთავროს არისტოკრატთა ცხოვრებაში.
მეთოდოლოგიურად ნაშრომი ეფუძნება ინტერდისციპლინურ ანალიზს: არქიტექტურული, ხელოვნებათმცოდნეობითი და კულტუროლოგიური წყაროების შედარებით შესწავლას, ასევე დადიანების სასახლეთა მუზეუმში დაცული ექსპონატების უშუალო აღწერასა და სტილისტიკურ ინტერპრეტაციას. ყურადღება გამახვილებულია როგორც ევროპული ბაროკოსა და როკოკოს გავლენებზე, ისე ადგილობრივ კულტურულ ადაპტაციაზე.
საკვლევი კითხვებია: რა ესთეტიკურ და სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ მასკარონები დადიანების სასახლის ავეჯსა თუ ინტერიერში? როგორ აისახა ევროპული არქიტექტურული და დეკორატიული ტენდენციები სამეგრელოს არისტოკრატიულ გარემოში? რა კულტურულ-სოციალურ ფუნქციას ასრულებდნენ მასკარონები როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის კონტექსტში?
კვლევის შედეგად დგინდება, რომ მასკარონები არა მხოლოდ დეკორატიულ-ესთეტიკური ელემენტებია, არამედ წარმოადგენს კულტურულ ნიშნებს, ასახავს ძალაუფლების, აკავშირებს საკრალურსა და ყოფითს. ისინი გამოხატავენ როგორც მითოლოგიურ-რელიგიურ შრეებს (ლომი, არწივი, მედუზა), ისე მოდერნისტული პოეტურობისა და იდუმალების ასპექტებს. ევროპული ორნამენტული ტრადიციების გადმოტანამ ქართულ არისტოკრატიულ ავეჯში შექმნა უნიკალური სინთეზი, რომელიც ერთდროულად გამოხატავს დასავლურ დიდებულებასა და ადგილობრივ კულტურულ თვითმყოფადობას. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასკარონები დღესაც წარმოადგენს ცოცხალ მატიანეს, რომელიც გვამცნობს როგორც ეპოქის გემოვნებასა და კულტურულ ფასეულობებს, ისე მისი შემქმნელთა და მფლობელთა სულიერ სამყაროს.
წყაროები
ბერაია ლ., კალანდია გ., დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის გზამკვლევი. თბილისი, 2010.
კალანდია გ., გაძარცული საგანძური, თბილისი, 2006.
ლინდერმანი გ., ბეკჰოპი ჰ., ხელოვნების ლექსიკონი, ტ.1, თბილისი, 1992.
რეხვიაშვილი, ჯიმშერ. რადიო თავისუფლება, ბლოგები. www.radiotavisufleba.ge 2020.
ძუცოვა ი., ძველი თბილისის სკულპტურულ-ორნამენტული დეკორი, საბჭოთა ხელოვნება, № 9, თბილისი, 1987.
ხოშტარია დ., www.gch-centere.ge. 2020 .



