გურული ლექსიკა გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ მიხედვით

ავტორები

  • მარიკა თედორაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml https://orcid.org/0009-0006-8310-7488
  • სალომე გუმბერიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.16

საკვანძო სიტყვები:

გურული დიალექტი, დიალექტური ლექსიკა, გიორგი კეკელიძე

ანოტაცია

მწერლის ენის შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც სალიტერატურო ენის, ისე ამა თუ იმ დიალექტის შესწავლის საქმეში. დიალექტებში არსებული ლექსიკა მდიდარია იმ სიტყვაფორმებით, რომლებიც ხშირად ნაკლებად გვხვდება სალიტერატურო ენაში, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენის ისტორიის წარმოსაჩენად. ამ ფონზე საშური საქმეა დიალექტებში დაცული იმ ლექსიკური ერთეულების აღნუსხვა და ანალიზი, რომელთა გამოყენება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მცირდება და მივიწყებას ეძლევა.

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს გურული დიალექტური ლექსიკის ანალიზს გიორგი კეკელიძის – „გურული დღიურების“ – მიხედვით. საანალიზო მასალიდან წარმოვადგენთ ისეთ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებიც დასტურდება არა მხოლოდ გურულში, არამედ ქართული ენის სხვა დიალექტებშიც. განხილული ერთეულები საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ავტორი კონკრეტულ სიტყვაფორმებს სძენს განსხვავებულ კონოტაციას. გაანალიზებულია დიალექტური სიტყვების სემანტიკური და მორფოლოგიური მახასიათებლები, მათი გამოყენების კონტექსტები და მნიშვნელობა თანამედროვე ქართული ენის ლექსიკური ფონდის გამდიდრების თვალსაზრისით. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ლექსიკური მრავალფეროვნება და უნიკალური გამოთქმები, რომლებიც ხშირად გვხვდება ლიტერატურულ ნაწარმოებებში და გამდიდრებულია მხატვრული ხერხებით.

ჩვენ მიერ შესწავლილი ლექსიკური ერთეულები პირობითად დავყავით სახელურ (წვიტი, მეწუნიე, ჭონჭყო, გალანცული...) და ზმნურ (გადავლექე, ვჩურთავდი, ფუთქავს, იცრიალებს, იროფება...) სიტყვაფორმებად, შევუდარეთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონსა და სხვადასხვა დიალექტურ ლექსიკონებს. შესწავლის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გიორგი კეკელიძის მიერ გამოყენებული დიალექტური ლექსიკური ერთეულები დასტურდება არა მხოლოდ გურულში, არამედ ქართული ენის სხვა დიალექტებშიც.

ავტორის ბიოგრაფიები

მარიკა თედორაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველო, ქუთაისი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფილოლოგიის ფაკულტეტის

ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის

ასისტენტ-პროფესორი; ფილოლოგიის დოქტორი

სალომე გუმბერიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი

წყაროები

აბულაძე ი., ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი, 1973.

ალავიძე მ., მასალები ლეჩხუმური ლექსიკონისათვის. ქუთაისის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. XIII. ქუთაისი, 1955.

ბერიძე ვ., სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა. თბილისი, 1912.

ბეროზაშვილი თ., მესხიშვილი მ., ნოზაძე ლ., ქართლური დიალექტის ლექსიკონი. თბილისი. 1981.

გაჩეჩილაძე პ., იმერული სალექსიკონო მასალა. თბილისი. 1976.

კეკელიძე გ., გურული დღიურები. თბილისი, 2023.

კობახიძე ალ., რაჭული დიალექტის ლექსიკონი, თბილისი,. 1987.

კუბლაშვილი კ., ქართული ენის ქვემოიმერული დიალექტი, თბილისი, 1985.

მენთეშაშვილი ს., ქიზიყური ლექსიკონი, თბილისი, 1943.

ნეიმანი ა., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. მე-3 გამოცემა, თბილისი, 1978.

ორბელიანის.-ს., ლექსიკონი ქართული. ტ. I, თბილისი, 1991.

ორბელიანის.-ს., ლექსიკონი ქართული. ტ. II, თბილისი, 1993.

ჟღენტი ს., გურული კილო. თბილისი, 1936.

ფუტკარაძე შ., ჩვენებურების ქართული, წიგნი I, ბათუმი, 1993.

ქაჯაია 2001: ქაჯაია ო., მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ტ. I. თბილისი, 2001.

ქაჯაია 2002: ქაჯაია ო., მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ტ. II. თბილისი, 2002.

ქეგლ: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, 8 ტომად. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით. თბილისი, 1950-1964.

ღლონტი 1974: ღლონტი ალ., ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. I, თბილისი 1974.

ღლონტი 1975: ღლონტი ალ., ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. II, თბილისი 1975.

ღლონტი 1984: ღლონტი ალ., ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. მეორე გამოცემა. თბილისი 1984.

შარაშენიძე 1938: შარაშენიძე გ., გურული ლექსიკონი: ქართველურ ენათა ლექსიკა, I. თბილისი, 1938.

ჯაჯანიზე 1977: ჯაჯანიძე პ., გურული დიალექტური ტექსტები და ლექსიკონის მასალები, I. თბილისი, 1977.

ქდკ: – ქართული დიალექტური კორპუსი http://www.corpora.co/#/ დამოწმება: 10.09.2023.

ქართული ლექსიკონები: https://www.ice.ge/liv/liv/kartlur.php დამოწმება: 10.08.2025 -15.08.2025

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-01-16

გამოცემა

სექცია

ჰუმანიტარული მეცნიერებები