ნიჭი, სიტყვა და გულის კულტურა (შტრიხები რევაზ შეროზიას სიტყვასთან ურთიერთობიდან)

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.08

საკვანძო სიტყვები:

გული, ნიჭი, სიტყვა, მუსიკა, სიყვარული

ანოტაცია

რევაზ  შეროზია  სიტყვასთან ურთიერთობდა  მეცნიერული  კვლევებითა და მხატვრული შემოქმედებით.   ლინგვისტურ   ნაშრომებთან ერთად ქმნიდა  იგავებს,  ზღაპრებს,  მოთხრობებს.   ჩვენი კვლევის საგანია  ვრცელი  მოთხრობები:  ,,გათავისუფლებულის  ჩანაწერები“ და  ,,მარტოობის ოთახი  (ჩანახატები  ორი პოეტის ცხოვრებიდან).

 ,,გათავისუფლებულის  ჩანაწერები“ ასახავს ადამიანის  გზას წუთისოფელში, მისიას - ემსახუროს სიკეთესა და სიყვარულს. ავტორი სულიერი წვდომით ხატავს  მთავარი პერსონაჟის წუთისოფლიდან  გასვლის  ეპიზოდს;   არჩევანს- ბოროტის  (,,წირკეს“- რევაზ  შეროზია ) მორჩილებით  ამქვეყნად  ოც წელს  მიღმიერ სამყაროში  გასვლა ამჯობინოს.

,,მარტოობის ოთახი  (ჩანახატები ორი პოეტის ცხოვრებიდან)“  ეძღვნება  ნიკოლოზ ბარათაშვილსა  და შოპენს, მათი შემოქმედების  ჰარმონიას ,  ცხოვრების გზას. მნიშვნელოვანია  ავტორის გონებისმიერი  სივრცე  და გულისმიერი ხედვა.  ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ  რევაზ შეროზიას სიტყვისადმი დამოკიდებულების საფუძველი  ძალა,  ნიჭი  და  გულის კულტურაა, ამიტომაც  განსაკუთრებულია მისი  წერის სტილი, სიტყვაწარმოება  ემოციური,  არსისმიერი  დატვირთვის. მას აქვს  საკუთარი ენობრივი  ენერგეტიკა,  რომელსაც  ქმნის   სიტყვა, ნიჭი და  გულის  კულტურა.

ავტორის ბიოგრაფია

ნესტან ფიფია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზსუ ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი

წყაროები

არაბული ავთანდილ, ბინიაშვილი ლალი, ტუსკია მანანა, ხახიაშვილი ნინო, გულის ლექსიკონი, თბ., 2023.

ქობალია ალიო, მეგრული ლექსიკონი. თბ., 2010

ღსმე: ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია, თბ., 2007.

შეროზია რევაზ (ჯუმა ჯუმითელი), გათავისუფლებულის ჩანაწერები, 2017.

შეროზია რევაზ, მარტოობის ოთახი (ჩანახატები ორი პოეტის ცხოვრებიდან), 2017.

წმიდაი ოთხთავი, მათეს სახარება - 4. 8. 9. თბ., 2018.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-01-13

გამოცემა

სექცია

ჰუმანიტარული მეცნიერებები