ალექსანდრე ყაზბეგის სიცოცხლის დროინდელი პუბლიკაციები და გამოცემები (1861-1882 წლები)
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.07საკვანძო სიტყვები:
გაზ. დროება, გაზ. ივერია, ცისკარიანოტაცია
ალექსანდრე ყაზბეგი ქართველ კლასიკოსთა შორის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი მწერალია. მის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ მისი თხზულებები რამდენჯერმე გამოიცა, თუმცა არც ერთი კრებული არ არის სრული. საქართველოს სხვადასხვა არქივში ინახება მწერლის გამოუქვეყნებელი დაუმთავრებელი მოთხრობები, დასრულებული და დაუსრულებელი პიესები,ლექსები, პირადი წერილები და წიგნაკები. დღემდე სრული სახით არ გამოქვეყნებულა ალექსანდრე ყაზბეგის ყველა თხზულებათა გამოცემის ისტორია. არსებობს მხოლოდ მონოგრაფიები და გამოკვლევები, რომლებიც ეძღვნება მწერლის ცალკეული ნაწარმოების შემოქმედებითი ისტორიის შესწავლას.
წარმოდგენილი სტატია მიზნად ისახავს ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებითი გზის ადრეული ეტაპის ანალიზს, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით მის პირველ პუბლიკაციაზე („ნანა“ 1861) და შემდგომ ლიტერატურულ, პუბლიცისტურ თუ თეატრალურ საქმიანობაზე. კვლევა აჩვენებს როგორ ჩამოყალიბდა მწერლის ხასიათი, როგორ აისახა ოჯახური გარემო, განათლება და ახალგაზრდული გამოცდილება მის შემოქმედებაში და რა როლი ითამაშა ამ პროცესში საზოგადოებრივმა და კულტურულმა გარემომ.
კვლევა ეფუძნება ბიოგრაფიულ-დოკუმენტურ მასალას, მემუარულ წყაროებს (ელისაბედ ყაზბეგის, თედო გოდერძიშვილის, დავით კლდიაშვილის და სხვათა მოგონებებს), ასევე კრიტიკულ-ანალიტიკურ ლიტერატურას. გამოყენებულია ტექსტოლოგიური და ისტორიულ-კულტურული ანალიზის მეთოდები, რათა გამოიკვეთოს ყაზბეგის ადრეული შემოქმედების თემატიკა, მისი საზოგადოებრივი პოზიცია და ინტელექტუალური ძიებები.
სტატია სვამს რამდენიმე ძირითად საკვლევ კითხვას: რა პირობებში შედგა ყაზბეგის პირველი ლიტერატურული გამოსვლა და როგორ აისახა ის შემდგომ შემოქმედებაზე? რა მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახურ და საგანმანათლებლო გარემოს მისი პიროვნული და მხატვრული სამყაროს ფორმირებაში? როგორ გარდაიქმნა ყაზბეგის ახალგაზრდული გამოცდილებები პუბლიცისტურ და მხატვრულ ნარატივებად?
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ყაზბეგის ადრეული შემოქმედება უკვე შეიცავდა იმ თემებსა და მოტივებს, რომლებმაც შემდგომ მის მხატვრული სისტემა განსაზღვრა: სოციალურ სამართლიანობას, ხალხის ცხოვრებისადმი ინტერესს, გლეხის დაცვის სურვილს, კრიტიკულ დამოკიდებულებას არისტოკრატიული წესებისა და ტრადიციების მიმართ. „ნანადან“ „ციცკამდე“ და „ელგუჯამდე“ განვითარებულმა შემოქმედებითმა გზამ მწერალს მისცა საშუალება, ეროვნულ ლიტერატურაში შემოეტანა ახალი სული და წარმოეჩინა ხევის, მოხევეებისა და ჩაგრულთა ცხოვრება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყაზბეგის ადრეული პერიოდი წარმოადგენს არა მხოლოდ მისი ბიოგრაფიის, არამედ XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარების უმნიშვნელოვანეს საფეხურს.
წყაროები
დროება 1880: გაზ. `დროება~, 1880.
დროება 1881: გაზ. `დროება~, 1881.
დროება 1882: გაზ. `დროება~, 1882.
ზარდიაშვილი 2005: ზარდიაშვილი ე. `ამბავი ორი სევდიანი სიყვარულისა~. თბ.: 2005.
ივერია 1881: ჟ. `ივერია~, # 218. 1881.
ივერია 1882: ჟ. `ივერია~, # 10. 1882.
კოტეტიშვილი 1925: კოტეტიშვილი ვ. ალექსანდრე ჟაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი. თბ.: 1925.
ლატარია 2010: ლატარია ნ. ალექსანდრე ყაზბეგის დაუმთავრებელი მოთხრობები და რომანი. თბ.: 2010.
ლოლაშვილი 1949: ლოლაშვილ ი. ალექსანდრე ყაზბეგი სოფელ ჩერვლენოეში. გაზ. `ლიტერატურა და ხელოვნება~, # 24(269), 1949.
ლოლაშვილი 1949: ლოლაშვილი ი. `ორი მეგობარი~. გაზ. `ლიტერატურა და ხელოვნება~, # 46(291), 1949.
მაღლაფერიძე 1988: მაღლაფერიძე თ. (რედაქტორი) `ცხოვრება ალექსანდრე ყაზბეგისა~. გამოცემა მოამზადა ე. ავსაჯანიშვილმა. თბ.: 1988.
ყაზბეგი 1949: ყაზბეგი ა. თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად. ტ. III. თბ.: 1949.
ყაზბეგი 1950: ყაზბეგი ა. თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად. ტ. IV. თბ.: 1950.
ყაზბეგი 1950: ყაზბეგი ა. თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად. ტ. V. თბ.: 1950.
ყაზბეგი 1987: ყაზბეგი ა. `ბიობიბლიოგრაფია~. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო წიგნის პალატა. ყაზბეგის სახალხო უნივერსიტეტი. თბ.: 1987.
შადური 1985: შადური ვ. მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის (ყაზბეგის საგვარეულო მოღვაწენი). თბ.: 1985.
ცისკარი 1861: ცისკარი, # 12, 1861.



