მუსიკა, როგორც პერსონაჟი (რ. შეროზიას „მარტოობის ოთახი“)
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.02საკვანძო სიტყვები:
რომანტიზმი, შოპენი, ბარათაშვილი, მუსიკის პერსონიფიკაციაანოტაცია
პროფ. რევაზ შეროზია გარდა იმისა, რომ იყო ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, იგი წერდა მხატვრულ თხზულებებს, ლექსებს, მოთხრობებს ჯუმა ჯუმითელის ფსევდონიმით. მას მუსიკალური განათლებაც ჰქონდა - 1969 წელს დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 მუსიკალური სასწავლებელი, შექმნილი აქვს არაერთი მელოდია.
ლიტერატურულ ტექსტებში არის მაგალითები, როცა აბსტრაქტული ცნება ან ფენომენი გარდაიქმნება პერსონაჟად. სტატიაში საუბარია, თუ როგორ არის რ. შეროზიას მოთხრობა „მარტოობის ოთახში“ პერსონიფიცირებული, გასულიერებული და გაცოცხლებული მუსიკა. სტატია მოგვითხრობს, თუ რა როლი აკისრია მას მოთხრობის სხვა პერსონაჟთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის წარმოჩენაში, აქვს თუ არა მას გავლენა სიუჟეტის განვითარებაზე?
კვლევის მეთოდია ლიტერატურული ტექსტის ინტერპრეტაცია, ჰერმენევტიკული ანალიზი, რომელიც გულისხმობს ტექსტის პოეტიკურ, კულტურული სტრუქტურის მიმოხილვას, პერსონაჟებზე და ავტორისეულ გამომსახველობით საშუალებებზე დაკვირვებას.
წყაროები
შეროზია რ., მარტოობის ოთახი, ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
ხინთიბიძე ე., „ვეფხისტყაოსნის მოცალეობა“. „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, ჟ. „ქართველოლოგი“ თბ., 2009.
Kramer, Lawrence. „Music as Narrative or Music as Character: The Musical Poetics of Thomas Mann’s Doktor Faustus.“ In Music and the Forms of Life (გვ. 73–92) (განთავსებულია კრებულში: Music and the Forms of Life, University of California Press). 1995.



