ნეგატიური კონოტაციის მქონე ენოლოგიური ტერმინების სემანტიკური და ლექსიკოლოგიური ასპექტები ქართულ ენაში
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2025.17.01საკვანძო სიტყვები:
დიალექტოლოგია, ენოლოგიური ტერმინოლოგია, სემანტიკაანოტაცია
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ქართული ღვინის ხარისხობრივი მახასიათებლების ამსახველი ლექსიკური ერთეულების სემანტიკურ ანალიზს, რომელიც ეფუძნება საველე კვლევებსა და ლექსიკოგრაფიულ წყაროებს. განხილულია უხარისხო ღვინის აღმნიშვნელი ტერმინების სემანტიკური ველები სხვადასხვა დიალექტურ არეალში, მათი ეტიმოლოგიური და სემანტიკური თავისებურებები. კვლევა წარმოადგენს ქართული ენის დიალექტებში დადასტურებული ცუდი ღვინის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულების სტრუქტურულ-სემანტიკურ ანალიზს. მასალა მოპოვებულია როგორც საველე კვლევების, ისე ლექსიკოგრაფიული წყაროების საფუძველზე. კვლევის შედეგად გამოვლინდა ლექსემათა სემანტიკური ჯგუფები და მათი გავრცელების არეალი ქართული ენის დიალექტებში.
წყაროები
ბერიძე, ვ. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა, 1912.
ელერდაშვილი, ა. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი: ფანტაზია, 2006.
ზედგინიძე, გ. ჯავახური ლექსიკონი, თბილისი, საუნჯე, 2014.
კიწმარიშვილი, ნ. "დაუცხრომელთა სამყოფელი" - გურია. თბილისი, 2016.
ნეიმანი, ა. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, 1978.
ქალაქური ლექსიკონი გრიშაშვილი ი. ქალაქური ლექსიკონი, თბილისი, სამშობლო, 1997.
ღლონტი, ა. ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. თბილისი: განათლება 1974.
შარაშიძე გ. შარაშიძე გიორგი, გურული ლექსიკონი, თბილისი, გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი 2014.
ძოწენიძე, ქ. ზემოიმერული ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1974).
შემოკლებანი:
აწსუ ქსკც მასალები - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტ. ფუტკარაძის სახლობის ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მასალები, ქუთაისი 1995-2005.



