თანამედროვე გამოწვევები საქართველოს განათლების სისტემაში
DOI:
https://doi.org/10.52340/zssu.2021.10საკვანძო სიტყვები:
ახალი სკოლის მოდელი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, თემატური დაგეგმვა, სასკოლო კურიკულუმი, ცოდნის კონსტრუირებაანოტაცია
საქართველოს განთლების სისტემა მუდმივი განახლება-მოდიფიცირების პროცესშია. კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების კომპეტენციები თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ზოგადი განათლების უმნიშვნელოვანესი საბაზისო, მარეგულირებელი დოკუმენტი ეროვნული სასწავლო გეგმა ეტაპობრივად განიცდიდა ცვლილებებს, აღნიშნულ ეტაპებზე გაანალიზებულია, თუ რა, როდის და როგორ უნდა განხორციელებულიყო სასწავლო პროცესი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. რა გამოწვევების წინაშე იდგა სწავლა-სწავლება და საგანმანათლებლო სფერო. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამივე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მსგავსება-განსხვავებებზე. დღეისათვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უახლესს, მესამე თაობის 2018-2024 ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებით საფეხურის სტრუქტურულ ანალიზს. სიახლეა ისიც, რომ ყოველღიური საგაკვეთილო დაგეგმვა ჩანაცვლდა თემატური დაგეგმვით, ყოველი თემის დამუშავება მიმდინარეობს მთელი დაწყებითი საფეხურის განმავლობაში, სწავლების შინაარსი განისაზღვრება ამ კონკრეტულ თემასთან მიმართებაში და ყოველ საფეხურზე წარმოდგენილია ასაკობივი თავისებურებების შესაბამისი სირთულით. ახალ ესგ-ში თემა არის ფუნქციური კონტექსტი, რომელიც სტანდარტის შედეგების, ცნებებისა თუ კონკრეტული საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა. „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეს 21-ე საუკუნის რეალობისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს.
წყაროები
საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 – დოკუმენტის სამუშაო ვერსია
https://edu.aris.ge/news/sabazo-safexuris-erovnuli-saswavlo-gegma-2018-2024-dokumentis-samushao-versia.html (15.06.2019)
https://www.mes.gov.ge/content.php?id=8987&lang=geo (15.06.2019)



