ქალთა მიმართ ძალადობა ისლამში და მის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სამართლებრივი მექანიზმები

ავტორები

  • ციცო ღვალაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/zssulaw.2023.01.09

საკვანძო სიტყვები:

ქალის უფლებები, ისლამი

ანოტაცია

თანამედროვე სამყაროში, მაშინ როცა, კაცობრიობა განვითარების მწვერვალზე დგას, შეუფერებელია რელიგიის სახელით ძალადობა ისეთი ფასეულობების დაცვის მიზნით, რომელთაც სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები მშვიდობისკენ მოწოდების მოტივით ამკვიდრებენ. სხვადასხვა რელიგიური მოძრაობები, რომლებიც წარსულში თვითონ იყვნენ დევნის ობიექტი, ძალების მოკრების შემდეგ, ხშირად ძალადობენ ადამიანებზე. ამის მიზეზად შეიძლება საერო ძალაუფლებისთვის ბრძოლა  დასახელდეს, რომელიც სხვადასხვა რელიგიის სახელით მეტყველი ადამიანების ამბიციებით იმართება და საღდება როგორც „ხმა ღვთისა“, ხოლო რელიგია – როგორც მოძღვრება, რომელიც ხშირად, სულაც არ არის მკაფიო, განმარტებას საჭიროებს და, არც თუ ისე იშვიათად, ეს განმარტებებიც ცალკე ახსნას მოითხოვს. სტატიაში განსახილველი რელიგია ისლამია. სხვა რელიგიათა მსგავსად, ისლამმაც, ქადაგების პერიოდში, არაერთხელ იწვნია იმ დროს არსებული რელიგიურ-კულტურულ-პოლიტიკური ფონისაგან ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ მატერიალური წნეხი. ხოლო, ყოველივე ამის მოსათმენად ღმერთი „ყურანში“ მორწმუნეებს ხან წარმართთათვის მოსავლენი სასჯელით აფრთხილებს, ხან გაჭირვების მოთმენის საზღაურად სამოთხეში მოხვედით ანუგეშებს, ხანაც, უსამართლო მოპყრობის საპასუხოდ შესაბამის ფიზიკურ წინააღმდეგობას მოითხოვს მათგან. როდესაც საუბარი გვაქვს ისლამში ძლადობაზე, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ამ რელიგიისთვის მეტწილად გენდერული ძლადობაა დამახასიათებელი. კერძოდ კი, ეს გამოიხატება ქალთა მიმართ ძალადობაში. ისლამში ქალი მუდამ იყო და სამწუხაროდ დღესაც არის  დისკრიმინაციის ობიექტი. ის წარმოადგენს ქმრის „საკუთრებას“ და მისი ფუნდამენტალური უფლებების უმრავლესობა შელახულია. საკითხავია ის, რეალურად არის თუ არა ისლამი ქალის მიმართ დისკრიმინაციული და ამართლებს თუ არა ქალთა მიმართ ძალადობას, თუ ეს ყოველივე მისი არასწორი ინტერპრეტაცია და რელიგიას ამოფარებული დანაშულია?!. „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით.“[1] სწორედ ამიტომ, სტატიაში საუბარია ადამიანის იმ ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც ირღვევა ისლამში ქალების მიმართ და რომელთა რღვევაც ძლადობის აშკარა გამოვლინებაა. დღესდღეობით, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღიარებული და უზრუნველყოფილია სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციით და დეკლარაციით, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპის საბჭოს კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ევროპის საბჭოს 1961 წლის 26 თებერვლის სოციალური ქარტიით; 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული გაეროს ორი პაქტით - “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” და “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების” შესახებ. სტატიაში ასევე საუბარია ამ აქტებით გათვალისწინებულ უფლებათა დაცვის პოზიტიურ ვალდებულებაზე სახელმწიფოთა მხრიდან.

 

[1] United Nations (1948). "Universal Declaration of Human Rights," Article 1, December 10.

ავტორის ბიოგრაფია

ციცო ღვალაძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დოქტორანტი

წყაროები

Kazumov, O. (2004). "Violence in the Name of Religion and the Importance of Interpretation," p. 15.

Ibid, p. 18.

Harvest, M. (2021). "Gender Discrimination for Religious Reasons in Islamic Countries and International Human Rights Treatises," Volume 204.

United Nations (1948). "Universal Declaration of Human Rights," Article 1, December 10.

Rukhadze, O. (2004). "Islam Does Not Captivate Women," Tbilisi, p. 12.

Sanikidze, G. (2005). "Shiism and the State in Iran," Intelligence, p. 8.

Ibid., p. 12.

Ibid., p. 11.

“The Holy Qur'an,” (2007). Translated by Maulawi Sher' Ali, Islam International Publications Limited, Sura 47:4, June.

Ibid., 4:34.

Asha, H. (2010). "The Obedience of Women in Islam," Intellect, p. 24.

Küng, H. (2005). "Religion, Violence, and 'Holy Wars'," p. 7.

Ravitz, J. (2012). "For Aesha, Healing Comes in Many Forms," [Online]. Available at: https://edition.cnn.com/2012/12/16/us/aesha-surgery-healing/index.html. [Last verified February 5, 2024].

Miller, T. (2008). "Stoning Victim Begged for Mercy," [Online]. Available at: http://news.bbc.co.uk/2/hi/7708169.stm. [Last verified February 5, 2024].

Ullah, N. (2021). "Child Marriages: International Laws and Islamic Laws Perspective," School of Law, University of Gujrat, Pakistan, p. 4.

“The Holy Qur'an,” (2007). Translated by Maulawi Sher' Ali, Islam International Publications Limited, Sura 65:4, June.

Chata, M. (2016). "Basic Profile of Child Marriage in Pakistan," p. 6.

Arfat, S.H. (2013). "Protection of Children's Rights in Islam: Special Reference to Orphans," Paperback.

“Convention on the Rights of the Child,” (1989). Adopted and opened for signature, ratification, and access by General Assembly resolution 44/25, November 20.

Harvest, M. (2021). "Gender Discrimination for Religious Reasons in Islamic Countries and International Human Rights Treatises," Volume 124.

“Convention on the Rights of the Child,” (1989). Adopted and opened for signature, ratification, and access by General Assembly resolution 44/25, November 20.

“Child Marriage Restraint Act,” (1929), Article 2.

Gralki, P. (2022). "Pakistan Law Allows Men to Marry Girls After Their First Period," [Online]. Available at: https://www.globalcitizen.org/en/content/pakistan-court-allows-men-to-marry-underage-girls/. [Last verified February 5, 2024].

High Court of Sindh (2019). “The Case of Huma Younus: Christian Pakistani Girl who was Kidnapped”.

Ullah, N. (2021). "Child Marriages: International Laws and Islamic Laws Perspective," School of Law, University of Gujrat, Pakistan, p. 8.

United Nations (1948). "Universal Declaration of Human Rights," Article 1, December 10.

Sentumbwe, Y. (2024). "Abolition in Africa - 77th Ordinary Session of the African Commission on Human and Peoples' Rights," [Online]. Available at: https://worldcoalition.org/2024/01/12/abolition-in-africa-achpr-77th-ordinary-session/. [Last verified February 5, 2024].

Badawi, N. (2009). "Introduction to Islamic Law," p. 9.

European Convention on Human Rights (1950), Article 9, November 4.

Rahman, A. (2008). "Women in Quran and the Sunnah," p. 9.

Bahrain's Constitution (2002), Article 22.

European Convention on Human Rights (1950), Article 5, November 4.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-02

გამოცემა

სექცია

Articles